ტეხასელმა კრისტოფერ პრეკოპიამ საკუთარი უდანაშაულობა სელფის მეშვეობით დაამტკიცა. გამოძიებამ ალიბის სახით ფოტო გაიზიარა. ამ ისტორიის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია KVUE ავრცელებს.
კრისტოფერი ერთი წლის წინ დააკავეს. მისი ყოფილი შეყვარებული კრისტოფერს თავდასხმაში ადანაშაულებდა. გოგო ამბობდა, რომ კრისტოფერი მასთან სახლში შეიჭრა და დანით დაემუქრა, ხოლო შემდეგ მკერდზე ჯვარი ამოუსვირინგა.
დაკავებული ამტკიცებდა, რომ თავდასხმის დროს ოჯახთან ერთად სადილობდა და შემთხვევის ადგილიდან საკმაოდ შორს იყო. ბრალდებამ კრისტოფერისთვის 99 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. საბოლოოდ, ის 150 000 დოლარის გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.
საბოლოოდ, კრისტოფერი სამუდამო პატიმრობას სელფიმ გადაარჩინა. დედამისმა გაიხსენა, რომ სადილის დროს მან ოჯახის წევრებთან ერთად სელფი გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა. ბრალდებულმა გამოძიებას Facebook-ზე გამოქვეყნებული სელფი წარუდგინა, რომელზეც ლოკაციაც იყო მითითებული.
ბოლოს ისიც გაირკვა, რომ გოგომ თავდასხმის ისტორია ყოფილი შეყვარებულის დასასჯელად გამოიგონა.