2019 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2019 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო და უფრო იზრდება ინტერესი იმ ყველაფრისადმი, რასაც ამ ახალ ეტაპზე უნდა ველოდოთ ცხოვრებისგან. ერთ-ერთი უმნიშველოვანესი ასპექტი მატერიალური კეთილდღეობაა, ამიტომაც გადავხედოთ ახალი წლის ფინანსურ ჰოროსკოპს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის.

ვერძი

2019 წელის ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის სტაბილური ფინანსური მდგომარეობით იქნება დასამახსოვრებელი. წლის დასაწყისში თქვენ სასარგებლოდ განვითარებული მოვლენები დაგეხმარებათ  თავდაჯერებულობის მიღწევაში, რაც შემდგომში წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას განაპირობებს. წლის განმავლობაში თქვენ წინაშე უამრავი დამატებითი შესაძლებლობა გაჩნდება, რომელიც ფინანსური მოგების ახალ წყაროებს შემოგთავაზებთ.

კურო

კუროსთვის მომავალი წელი  ფინანსური თვალსაზრისით მნიშვნელოვან ცვლილებებით არ იქნება გამორჩეული, ეს შეიძლება ითქვას, იქნება ერთგვარი სტაგნაციის ფაზა, რომელიც  დინამიკით არ გამოირჩევა, რაც მატერიალური კეთილდღეობის მკვეთრად გაუარესებასაც გამორიცხავს, თუმცა სფეროს ექსპერტები აღნიშნული ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ურჩევენ შესაბამისი ფინანსური გეგმის განხორციელებას, რომელიც დაეხმარებათ მათ საჭიროების შემთხვევაში დაბრკოლებებისთვის თავის გართმევაში.

ტყუპები

ტყუპებისთვის 2019 წელი საკმაოდ მომგებიანია, წლის განმავლობაში, ამ ნიშნით დაბადებულთა ფინანსური მდგომარეობა ნელ-ნელა გაუმჯობესდება. შრომა, რომელიც თქვენ მიერ იქნება საქმეში ჩადებული, საკმაოდ დიდ მოგებას გპირდებათ, ამიტომ მთავარია განაგრძოთ მუშაობა და  დაელოდოთ შესაბამის შედეგებს.

კირჩხიბი

წლის რჩევა კირჩხიბთათვის ყურადღების გამახვილებაა ფინანსურ საკითხებზე, რადგან  ღორის წელი უამრავ დადებით მხარესთან ერთად, უარყოფითი ელემენტებითაც იქნება დატვირთული. ანუ ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულების ცხოვრებაში ფინანსური აღმავლობისა და პირიქით, ვარდნის ეტაპები დინამიურად შეენაცვლება ერთმანეთს მთელი წლის განმავლობაში.

ლომი

თქვენთვის ეს წელი ფინანსური თვალსაზრისით, საკმაოდ სტაბილურია და განსაკუთრებული დაბრკოლებების წინაშე არ აღმოჩნდებით. ფულადი მოგების ახალი წყაროები კი, შესაძლებლობას მოგცემთ დანაზოგითაც გაინებივროთ თავი.

ქალწული

წელი წარმატებულია ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის, რომელთა მიერაც გასულ პერიოდში გადატანილ დაბრკოლებებს ამჯერად ნანატრი სტაბილურობა ჩაანაცვლებს და მოდუნების საშუალებას მისცემს. თუმცა შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გარკვეულ რთულ სიტუაციებს, რასაც მათ მიერ არასწორი გათვლებისა და ზედმეტი ხარჯვისგან იქნება გამოწვეული, შესაბამისად,  კარგი იქნება თუკი ფულის ხარჯვის ჩვევებს მიაქცევთ ყურადღებას.

სასწორი

სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, როგორც წესი, ფიზიკური თუ გონებრივი აქტივობისას ახერხებენ ბალანსის პოვნას, შესაძლოა სწორედ მათი ბუნება იყოს მიზეზი იმისა, რომ 2019 წელი მათ ფინანსური დაბრკოლებების წინაშე არ დააყენებს და მათთვის ჩვეული რიტმით განაგრძობს დინებას. წლის განმავლობაში უნდა ელოდოთ ახალ შემოსავლის წყაროებს, თუმცა ისინი უმეტესად მოკლევადიანი იქნება.

მორიელ

გზა მატერიალურ კეთილდღეობამდე საკმაოდ გაიოლდება, წელი შესაძლებლობას მოგცემთ დაფაროთ თუკი რაიმე სესხი გქონდათ აღებული და მომავალშიც თავიდან აიცილოთ მისი საჭიროებაც. გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობა თქვენს სოციალურ  ცხოვრებასაც შეცვლის უკეთესობისკენ და პოპულარობასა თუ პრესტიჟს გპირდებათ.

მშვიდლოსანი

მშვილდოსნები 2019 წელს განსაკუთრებით უნდა მოერიდონ მოკლევადიანი ინვესტიციების განხორციელებას, რადგან მათგან დიდი მოგების შანსი თითქმის არ არსებობს,  თუმცა სხვა მხრივ წელი შედარებით მშვიდ ფინანსურ მდგომარეობას გპირდებათ, არაჩვეულებრივი ბალანსით მოგებასა და დანახარჯს შორის.

თხის რქა

თქვენი ფინანსები წელს ძირითადად ოჯახისკენ იქნება მიმართული. წლის დასაწყისი ადრე განვითარებული ინვესტიციებიდან მიღებულ მოგებას გპირდებათ,  წლის განმავლობაში კი, უნდა ელოდოთ მოულოდნელ დანახარჯებს, რის გამოც კარგი იქნება თუ წინასწარ იზრუნებთ ამაზე. საერთო ჯამში, წელი ეკონომიკურად პოზიტიურია და შესაძლოა ახალი აღმოჩენებისკენაც გიბიძგოთ.

მერწყული

მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებულები 2019 წელს უამრავი დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდებიან, რაც მათ დაეხმარება რეალური მეგობრების ვინაობის გამოვლენაში.  თქვენს ცხოვრებაში დგება ეტაპი, როცა უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოგიწევთ, მაგრამ ეს ყველაფერი შესანიშნავ ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და სიბრძნეს შეგმატებთ. ამიტომ ეცადეთ თავი შეიკავოთ იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებისგან, გადახედეთ პრიორიტეტებს და ნელ-ნელა სასურველი სტაბილურობის მიღწევასაც შეძლებთ.

თევზები

თევზებისთვის 2019 წელი საკმაოდ მომგებიანი იქნება. თქვენ მიერ საქმეში ჩადებული შრომა და მონდომება უშედეგოდ არ ჩაივლის და მთელი წლის განმავობაში სტაბილურ ფინანსურ გარემოს შეგინარჩუნებთ. შესაძლოა მოვლენების განვითარებამ მოგცეთ საშუალება რომ ცხოვრების წესიც უფრო მდიდრული გახადოთ, თუმცა ეცადეთ მოერიდოთ გაუთვალისწინებელ ხარჯებს, რადგან მათ გამო მოგვიანებით აგებთ პასუხს.