იოგურტის დიეტა – დაიკელით გემრიელად კვირაში 4-5 კილოგრამი

იოგურტის დიეტა – დაიკელით გემრიელად კვირაში 4-5 კილოგრამი

იოგურტის დიეტა კვირაში 4-5 კგ-ს დაგაკლებინებთ. ამასთან, ის დაბალანსებულია და თქვენს ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს. ვისაც თავის თავზე გამოუცდია ეს დიეტა, აღუნიშნავს, რომ ის ძალიან გემრიელია და შესაბამისად, სასიამოვნო დასაცავია.

იოგურტის დიეტის ავტორი გერმანელი ექიმი ზეიკია, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში შვეიცარიის სანატორიუმის ელიტარულ კლიენტებს ამ დიეტის მეშვეობით ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებაში ეხმარებოდა.

იოგურტის დიეტის რაციონი ერთი დღისთვის:

500 გრ ნატურალური იოგურტი უნდა გაანაწილოთ 4-5-ჯერად კვებაზე. ამას უნდა დაუმატოთ 400 გრ ახალი ხილი, რომლისგანაც შეგიძლიათ მოამზადოთ სალათები და მოასხათ იოგურტი. მხედველობაში იქონიეთ, რომ არ შეიძლება ტკბილი ხილის გამოყენება, ისეთების, როგორებიცაა: ყურძენი, მსხალი, ნესვი, საზამთრო. დიეტისთვის საუკეთესო ვარიანტია ვაშლი და ციტრუსები.

სადილად (ან თუ სურვილი გექნებათ, ვახშმად) იოგურტთან ერთად მივირთმევთ 100 გრ უცხიმო, მჭლე ხორცს და კიტრისა და პომიდვრის სალათას.

ვსვამთ: მწვანე ან შავ ჩაის, ონკანის წყალს და მინერალურს. დღის განმავლობაში მისაღები სითხის საერთო რაოდენობა უნდა შეადგენდეს 1,5 ლიტრს. გარდა ამისა, კვებებს შორის შეგიძლიათ დალიოთ ახალგამოწურული წვენები, უმჯობესია, ბროწეულის, გრეიპფრუტის, ვაშლის, ფორთოხლის. რეკომენდებულია წვენების გადადუღებულ წყალში გაზავება, პროპორციით 1:2-ში.

იოგურტის დიეტის მაგალითი ასეთია:

საუზმე:

ერთი ფინჯანი უშაქარო ჩაი (თბილი ჩაის დალევა კარგი იქნება, ყოველი ჭამის წინ), იოგურტი კენკრასთან ან ჩირებთან ერთად, ნახევარი ჭიქა წყალში გაზავებული ბროწეულის წვენი.

სადილი:

თბილი ჩაი; იოგურტისგან, კიტრის, მწვანილისა და ზეითუნის ზეთისგან მომზადებული სუპი.

მოხარშული ხორცი (100 გრ), კიტრისა და პომიდვრის სალათა, ზემოდან მოსხმული ლიმონის წვენით.

ნახევარი ჭიქა ბროწეულის გაზავებული წვენი.

სამხარი:

იოგურტი ხილით ან იოგურტი ბოსტნეულით (იოგურტში ჩაამატეთ მდოგვი და დაჭრილი ბოსტნეული);

მინერალური წყალი.

ვახშამი (არაუგვიანეს 3,5-4 საათით ადრე დაძინებამდე):

თბილი ჩაი;

იოგურტი მოთუშულ ბოსტნეულთან ერთად.

ბროწეულის გაზავებული წვენი.

დიეტის დაცვა რეკომენდებულია მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში. შემდეგ აუცილებლად უნდა შეისვენოთ 2-3 თვე მაინც.

იოგურტის დიეტის დაცვა არ შეიძლება მათთვის, ვისაც ალერგია აქვს იმ პროდუქტებზე, რომლებიც რაციონში შედის (იოგურტსა და ციტრუსებზე). ეს დიეტა ასევე არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლილობა აწუხებს.