ეს კვირა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებისთვის საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი, გუშინ, ანტიბულინგის კვირეულის ფარგლებში BBC-ის ოფისს ესტუმრა ლონდონში.
როგორც სამეფო ოჯახის ოფიციალურ გვერდზე დაიწერა ვიზიტი ჰერცოგის მადლიერების გამოხატულება იყო, რადგან ის აფასებს იმ წვლილს, რომელიც ტელევიზიას აქვს კიბერბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.
დღისთვის კემბრიჯის ჰერცოგინიამ საყვარელი ბრენდის Emilia Wickstead-ის ლურჯი კაბა მოირგო.
აღნიშნული კაბით ქეითი პირველად 2014 წელს გამოჩნდა ახალ ზელანდიაში ვიზიტის დროს.