ცნობილი მომღერალი - ზეინ მალიკმა გუშინ საზოგადოებასსაკუთარი რელიგიური შეხედულებები გაუმხილა, როგორც One Direction-ის ყოფილი წევრი ბრიტანულ Vogue-სთან ინტერვიუში აღნიშნა, მან ისლამზე უარი თქვა.
ზეინმა მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ რელიგიური შეხედულებები ერთგვარი გამოძახილია მათი პიროვნულობის და ის თავად ისლამის დოგმებს არ შეესაბამება.
"არ მჯერა, რომ საჭიროა ლოცვების გარკვეულ ენაზე დღეში ხუთჯერ წაკითხვა და ა.შ. მე მჯერა რომ მთავარი კარგი ადამიანობა და ყველაფერი კარგად იქნება" - აღნიშნა მან.
ზეინის ამ განცხადებას კრიტიკაც მოჰყვა და გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელებში მას უამრავი კომენტარი მიუძღვნეს. "უნდა გრცხვენოდეს!" დაწერა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ტვიტერზე, რადგან მალიკის მიერ მუსლიმური წესების კრიტიკამ ის გააღიზიანა.
თუმცა ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც მისი განცხადება შთამაგონებლად მიიჩნიეს. "ეს ძლიერი ნაბიჯია ახალგაზრდა მუსლიმებს შორის თავისუფლებისთვის ბრძოლის გაღვივების საქმეში" -აღნიშნა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.