10 ფილმი, რომელიც, ერთი შეხედვით, სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს

10 ფილმი, რომელიც, ერთი შეხედვით, სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საკუთარი პოსტერებიდან და მხარდამჭერი კონცერტებიდან გაქრა, ინტერნეტში აქტიურობს. ცოტა ხნის წინ მან საკუთარ გვერდზე ხატია ბუნიათაშვილის შესახებ მომზადებული ფილმის 48 საათი საქართველოში პოსტერი გამოაქვეყნა და პიანისტს მადლობა გადაუხადა. პოსტი, რომელიც განზრახ ან შემთხვევით ქმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს მუსიკოსი სწორედ ზურაბიშვილს უჭერს მხარს, ამ მომენტში წაშლილია.

გთავაზობთ კიდევ 10 ფილმს, რომელიც, ერთი შეხედვით, სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს:

1. 48 საათი (1982)

პოლიციელ ჯეკ გეითსს (ნიკ ნოლტს) საშიში მკვლელის დასაჭერად დახმარება სჭირდება. ამისთვის მას ციხიდაინ რეგი ჰემონდი (ედი მერფი) გამოჰყავს. დუეტს მხოლოდ 48 საათი აქვს სამოქმედოდ.

2. 48 საშობაო სურვილი (2017)

უმცროს ელფებს, რომლებმაც ერთი ქალაქის საშობაო წერილები დაკარგეს, სახლის დატოვება უხდებათ. ისინი ცდილობენ, პატარა ქალაქის ცხოვრებას შეეჩვიონ და, პარალელურად, ყველა "დაკარგული" სურვილი აასრულონ.

3. 48 საათი ცხოვრებისთვის (2016)

მისტიკური და კრიმინალური ჟანრების საზღვარზე მყოფი ეს ფილმი მარტოხელა მედისონის შესახებ გვიყვება, რომელიც სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდეგ თავისი დის მკვლელობის გამოძიებას იწყებს.

4. 4:48 (2014)

დამწყები მსახიობი როლში იმდენად შედის, რომ პერსონაჟის სექსუალური თავგადასავლების გამეორებას იწყებს, რაც მის პირად ცხოვრებაში ნამდვილ ქაოსს ქმნის.

5. კვანძი 48 (2016)

ამ ფილმს იმ შემთხვევაში უნდა უყუროთ, თუ ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტს ზედაპირულად მაინც იცნობთ. თანაც, კვანძი 48 თელავივის ჰიპ-ჰოპ სცენაზეც შეგიქმნით წარმოდგენას.

6. 48 საათი და 1 წუთი (2018)

დედა გადაწყვეტს, მცირეწლოვანი ბავშვები თავად მოძებნოს, რადგან პოლიცია მხოლოდ 48 საათის გასვლის შემდეგ აპირებს საქმეში ჩართვას. ფილმი ჯერ არ გამოსულა და, სამწუხაროდ, მეორე ტურამდე ვერც მოასწრებს გამოსვლას.

7. 48 ელფერი (2006)

თინეიჯერი ბიჭი სკოლის ბოლო წელს დეიდასთან გადადის საცხოვრებლად და მოულოდნელად, მისი მეგობრით იხიბლება. ფილმი ნიკ ერლსის წიგნზეა დაფუძნებული, რომელსაც არაერთი ჯილდო აქვს მოგებული. უცნობია, წიგნიც უჭერს თუ არა სალომე ზურაბიშვილს მხარს.

8. კურტ კობეინის ბოლო 48 საათი (2007)

სანამ კურტ კობეინი თავს მოიკლავდა, ის ერთი კვირით ადრე გაუჩინარდა (თუ გადამალეს?) რა ხდებოდა ამ ერთი კვირის განმავლობაში - არავინ იცის. ეს დოკუმენტური ფილმი იმ ადამიანების ინტერვიუებს აერთიანებს, რომლებიც კობეინს კარგად იცნობდნენ.

9კიდევ 48 საათი (1990)

ჯეკ გეითსს კიდევ ერთხელ სჭირდება ყოფილი პატიმრის, რეგი ჰემონდის დახმარება - ამჯერად ნარკობარონ აისმენის შესაპყრობად, რომლის გავლენაც მთელ სან-ფრანციკოზე ვრცელდება.

10. 48 საათი დღეში (2008)

ახალგაზრდა საქმიანი ქალი რადიკალურ ნაბიჯებს დგამს, რათა ქმარს საოჯახო საქმეებში დახმარება აიძულოს. ფრანგი რეჟისორი კეტრინ კასტელი ამ თითქოსდა ბანალურ ამბავს უჩვეულო კომიკურობით აცოცხლებს.