საქორწილო საჩუქარი, რომელიც ნანუკა გუდავაძესა და ბერას ნიგერიელმა ხელოვანმა მიუძღვნა

საქორწილო საჩუქარი, რომელიც ნანუკა გუდავაძესა და ბერას ნიგერიელმა ხელოვანმა მიუძღვნა

ცოტა ხნის წინ,  ცნობილმა ქართველმა მომღერალმა - ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ იქორწინეს, წყვილის ქორწილის ცერემონია საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა და მათ ერთ-ერთი ნიგერიელი მხატვრისგანაც მიიღეს განსაკუთრებული საჩუქარი.

Ayogu Kingsley-ს სახელით დარეგისტირებულმა ხელოვანმა ინსტაგრამზე  ფოტო გააზიარა, რომელზეც ასახულია მის მიერ წყვილის ერთ-ერთი სურათის მიხედვით შექმნილი ნამუშევარი.

„I appreciate your skills and hard work. You are an inspiration!“ („ვაფასებ შენს ნიჭსა და შრომას, შთამაგონებელი ხარ!“) - დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა, თუმცა წყვილს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.