ირაკლი მაქაცარია Best Fashion Awards-ის გამარჯვებულია

ირაკლი მაქაცარია Best Fashion Awards-ის გამარჯვებულია

ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი და ბიზნესმენი - ირაკლი მაქაცარია, რომელიც ამჟამად უკრაინაში მოღვაწეობს, მოდის ინდუსტრიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ერთ-ერთი საპატიო სტუმარი გახდა და უკრაინაში, Best Fashion Awards-ის ნომინანტთა სიაშიც აღმოჩნდა.

სიახლე ირაკლიმ საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით გაუზიარა და დაჯილდოებიდან კადრებიც გამოაქვეყნა.

„დღეს Best Fashion Awards 2018-ის შთამბეჭდავი დაჯიდლოების ცერემონია გაიმართა, რომელზეც პირველად ვიყავი  წარდგენილი არა მხოლოდ როგორც სტუმარი,  არამედ პრიზიორიც ნომინაციაში „წლის შთაგონება“ - დაწერა მან.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ირაკლი ELLE -ის უკრაინულმა გამოცემამ ათ ყველაზე მოდურ მამაკაცს შორისაც დაასახელა.