ბრიჯიტ მაკრონმა მელანია ტრამპის შემდეგ, მონაკოს სამეფო ოჯახსაც უმასპინძლა. საფრანგეთის პრეზიდენტს პრინცესა შარლენი ესტუმრა, რომელსაც სამი წლის შვილები - პრინცესა გაბრიელა და პრინცი ჟაკიც ახლდა, რომლებიც შეხვედრამ საკმაოდ გაახალისა.
მონაკოს სამეფო ოჯახმა სოციალურ ქსელებში ვერსალის სასახლეში ბავშვების მოკლევადიანი ვიზიტის უსაყვარლესი კადრები გააზიარა.
„ჩვენი ტყუპების პირველი ვიზიტი პარიზში და ჩაი მადამ მაკრონთან“ - დაწერეს მათ ფოტოების აღწერაში.
მაკრონი, რომელიც ყოფილი მასწავლებელია, ბავშვებთან შეხვედრით ნასიამოვნები დარჩა და მათი გულთბილ საუბარში ჩართვაც მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ პატარებს მომავალ თვეში 4 წელი უსრულდებათ და გულშემატკივრები საიუბილეო კადრების მოლოდინში არიან.