პატიოსანი გზით გამდიდრება არ შეიძლება

პატიოსანი გზით გამდიდრება არ შეიძლება

[ბანკები და ფინანსები]

ჟურნალ „ფორბსის“ უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის მილიარდერი ჯონ ჰანტსმენი, თავის წიგნში „გამარჯვებულები არასდროს ტყუიან“ განიხილავს თემას, შეიძლება თუ არა პატიოსანი გზით გამდიდრება.

ბევრი ბიზნესმენი, სპორტსმენი, მეცნიერი, პოლიტიკოსი თუ სხვა სფეროს წარმომადგენელი პათოლოგიური მატყუარაა, აცხადებს ჰანსმენი. მათ დახმარება სჭირდებათ. არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომელთაც სხვები არ ანაღვლებთ და მხოლოდ საკუთარი თავი და კეთილდღეობა აინტერესებთ. ასეთი ხალხი ჩვენი ფასეულობებისთვის ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენს.

მაგრამ დგება მომენტი, როცა თვითონ ვდგებით ისეთი მძიმე არჩევნის წინაშე, როცა ტყუილის წყალობით, მომენტალური მოგების მიღების უპირატესობას ავირჩევთ.

ღირსებისა და პატიოსნების შენარჩუნება ძალიან იოლია მაშინ, თუ არჩევანის გაკეთების სანაცვლოდ, მცირე საზღაური გველის, მაგრამ თუკი ფსონად ბევრად არსებითი და ფასეული რამაა დადებული და მისი მიღების ცდუნება მოსვენებას არ გვაძლევს, აქ სიტუაცია უკვე მძიმდება და ადამიანი ყოყმანს იწყებს. წიგნის ავტორი ამ სინდრომს „პატიოსანი ხალხის უპატიოსნებას“ უწოდებს.

ის წერს, რომ ხშირად, ადამიანი კარგავს უამრავ ფულს, მთელ ქონებას, მაგრამ არც გამარჯვება და არც დამარცხება ფულის ოდენობით არ განისაზღვრება. ის ფინანსური სტატისტიკა არაა. ადამიანის ფასეულობებს მისი ჯანმრთელობა, ოჯახი და მეგობრები წარმოადგენს და ნამდვილი ზარალი მას სწორედ ამ ფასეულობების დაკარგვით მიადგება.

როცა ადამიანი თავის თავში ერთხელ მაინც აღმოაჩენს მატყუარას, მისი საკუთარი თვითშეფასება ეცემა. უკეთესი იქნება, თუკი ვიმოქმედებთ და ჩვენს ღირსებებს კრიზისულ დონემდე არ მივიყვანთ. რჩევა გამოცდილ ადამიანებს უნდა ვკითხოთ და თუ საჭირო გახდა, ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყოთ. ეს ბიზნესსაც ეხება. წიგნის ავტორი აღნიშნავს, რომ ეს მასაც არაერთხელ გაუკეთებია და თვლის, რომ შეცდომების გამოსწორება გვიანი არასდროსაა და ყოველთვის შესაძლებელია.

ადამიანებს შეცდომის დაშვებისა და ტყუილისგან არა შესაძლო დასჯის შიში, არამედ ძირითადი ფასეულობები და უძველესი „არა იქურდო, არა იცრუოს“ მცნებები აკავებს. ადამიანმა საკუთარ თავს ეს რაც შეიძლება ხშირად უნდა უმეოროს, ან გვერდით ჰყავდეს მეგობარი და კეთილისმსურველი, ვინც ამ უნივერსალურ აქსიომას, რომ პატიოსნება-საუკეთესო პოლიტიკაა, მას მუდმივად შეახსენებს.

გამდიდრება ცივილიზებულ ქვეყნებში, სადაც კანონის უზენაესობაა, მედია ტავისუფალია და არჩევნები არ ყალბდება, შეიძლება. უფრო მეტიც, იქ, უმეტესად ასე მდიდრდებიან. მაგრამ საქართველოში და ჩვენნაირ ქვეყნებში კი პირიქითაა. ეს ჰანსტმენმა ეტყობა, არ იცის.