[კრისტოფ კაპალშინსკი Handelsblatt]
დიდი ხნის მანძილზე გლობალიზაციას ერთი მიმართულება ჰქონდა: ტრიუმფალური სვლა დასავლური სამომხმარებლო საქონლისა განვითარებად ქვეყნებში. მაგრამ, როგორც გაზეთი „Handelsblatt“ იუწყება ადგილობრივმა კონცერნებმა ბრაზილიაში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში დაიწყეს ბაზრის წილის სწრაფად წართმევა დასავლური გიგანტებისათვის.
ამერიკელი პროფესორი რობერტ რაიხი წინასწარმეტყველებდა, რომ დასავლეთი დაიპყრობს მსოფლიოს: „ნაციონალური საქონელი, ტექნოლოგია და წარმოება შეწყვეტენ არსებობას“. მაგრამ ის და მისი კოლეგები ტრანსნაციონალური კონცერნებიდან სასტიკად ცდებოდნენ. „Handelsblatt“–ის ინფორმაციით, რომელიც ეყრდნობა კონსალტინგური ფირმა OC&C–ის კვლევებს, 50 მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია თანდათანობით კარგავს პოზიციებს ბაზარზე და ეს ხდება იმ წარმოებების ხარჯზე, რომლებიც რობერტ რაიხის აზრით, უბრალოდ აღარ უნდა არსებობდნენ. მაგრამ ისინი არსებობენ და ვითარდებიან უფრო სწრაფად, ვიდრე მათი დასავლელი კონკურენტები– ნათქვამია სტატიაში.
ზოგიერთი ფირმა ზემოთაღნიშნული ქვეყნებიდან აქტიურად მოქმედებენ მსოფლიო ბაზარზე, ყიდიან არა მარტო თავის პროდუქციას, არამედ იძენენ წარმოებებს დასავლეთში. ასე მაგალითად, ბრაზილიური ლუდის კონცერნი Inbev, რომელიც ევროპაში წარმოდგენილია მარკებით Beck´s და Hasseroeder, დაიკავა იქ ლიდერის პოზიციები. ჩინეთში გამაგრილებელი სასმელების Wahaha და Tingyi მწარმოებლებმა გაურთულეს ცხოვრება Coca-Cola–ს. სულ უფრო მეტი ჩინელი უპირატესობას ანიჭებს სახლის გაზირებულ სასმელს, ვიდრე ამერიკულ ანალოგებს.
წარმოებების შეძენისას დასავლური წამყვანი ფირმები ეძებენ დილემიდან გამოსავალს, რომელიც მდგომარეობს იმაში,რომ ისინი აჩვენებენ ნაკლებ ზრდას, ვიდრე მათი ლოკალური კონკურენტები. ამერიკულმა კონცერნმა Pepsico–მ შესყიდვის წინ შეაფასა რუსული კომპანია „ვიმ ბილ დანი“ წარმოების ამ სფეროსათვის არატიპიური გულუხვობით. ასეთ მაღალ ფასს საფუძვლად უდევს არა მარტო იმედი იმისა, რომ რუსეთის ბაზარი სწრაფად მზარდია, არამედ კომპანიის კარგ მენეჯმენტი, რომელსაც რამდენიმე წელია სთავაზობენ ინვესტორებს, რომლებიც ორიენტირებული იყვნენ ზრდის პოტენციალზე. თავის მხრივ განვითარებადი ეკონომიკების საწარმოები მაგალითს იღებენ დასავლური ფირმებიდან, იყენებენ რა იგივე სტრატეგიას განვითარებული ქვეყნების ბაზარზე, წერს გამოცემა.