როგორ შეიკერა ფოტოგრაფების საქმე

როგორ შეიკერა ფოტოგრაფების საქმე

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე პირობას დებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში შეიწყალებს რეჟიმის შემქმნელებს. მაგრამ ვაშაძე ვერ იხსენებს ამ რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ მსხვერპლებს – ქართველ ფოტოგრაფებს, რომლებიც 2011 წელს „ჯაშუშობის“ ბრალდებით დააკავეს. პრეზიდენტობის კანდიდატს არც მისი თანამშრომელი ახსენდება და რაც მთავარია, არც ის კომენტარი, რომელიც გია აბდალაძის დაკავების დღეს გააკეთა.

2011 წლით დათარიღებულ კომენტარში მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე ამტკიცებდა, რომ „ფოტოგრაფების“ საქმეში იყო უკიდურესად მძიმე მტკიცებულებები და, რომ ყველა ბრალდებულებმა მისცეს აღიარებითი ჩვენებები.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქმეში არის უკიდურესად მძიმე მტკიცებულებები. რაც შეეხება ე.წ. ზოგიერთი ჩვენი მასმედიის, ჩვენი პრესის რეაქციას, სიმართლე გითხრათ, ძალიან უკმაყოფილო ვარ, რადგან იძლევიან სრულიად უსაფუძვლო შეკითხვებს, მაგალითად, იმას ჰქონდა დაშვება, თუ არა. გეგონება, ჯაშუში მოქმედებს იმის მიხედვით, რაზე აქვს დაშვება, ან არა. ისიც მაინტერესებს, მოუხდიან თუ არა ჩვენს სამართალდამცველებს ბოდიშს ჟურნალისტები მაშინ, როდესაც სასამართლოში გამოაშკარავდება ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ახლა საქმეშია“, – აცხადებდა გრიგოლ ვაშაძე.

ამ კომენტარების მიუხედავად ვაშაძე დღეს აცხადებს, რომ არ იცის ვინ არის გიორგი აბდალაძე და აქვე ამბობს, რომ ეს ადამიანი არასდროს მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„ვინ არის გიორგი აბდალაძე? წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობთ. ეს ადამიანი არასდროს არ მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, არამედ იყო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. მან უნდა მიმართოს პროკურატურას და სამართალდამცველ ორგანოებს... ნუ ამახინჯებთ ჩემს ნათქვამს. მე ასეთი რამ არასდროს მითქვამს. მე ვამბობდი, რომ სამართალდამცველ ორგანოებს და პროკურატურას აქვს მყარი მტკიცებულებები“, – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

ფოტოგრაფი გია აბდალაძე, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო, ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძე ყველაფერის საქმის კურსში იყო და ის უნდა გადამდგარიყო. მეტიც, აბდალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატისგან ბოდიშის მოხდას სთხოვს.

„ჩვენ დავისაჯეთ 26 მაისს გადაღებული კადრების გამო და ეს სასამართლომაც დაამტკიცა. ჩვენი ფოტოებით მთელს მსოფლიოს შევატყობინეთ რა ხდებოდა. რომელი ჯაშუშები ჩვენ ვიყავით?! ის ვალდებულია იცოდეს, რომელი კომპიუტერიდან რა სახის სტენოგრამა წავიღე, ვინაიდან მე, არ ვიცი რა სტენეგრომაზეა საუბარი, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრი თუ იყო, ის ამით დაინტერესებული უნდა ყოფილიყო. დაისაჯა თუ არა ის თანამშრომელი, რომლის კომპიუტერთან დამსვეს? ვინ არის, დაასახელოს სახელი და გვარი. აბსოლუტურად ყველაფერი უნდა ითქვას. მივმართავ ასევე პროკურატურას, რომ გაასაჯაროოს ის გრიფით „საიდუმლო“ ინფორმაცია, რომლის შინაარსიც დღემდე არ ვიცი – რა სტენოგრამა წავიღეთ, რა გავაკეთეთ“, – განაცხადა გია აბდალაძემ.

ფოტოგრაფი ნათია გედენიძე თვლის, რომ შეუძლებელია, გრიგოლ ვაშაძეს არ ახსოვდეს თანამშრომელი, ვინც მის იმიჯზე მუშაობდა. მისი თქმით, საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ იმ რეჟიმის მატარებლები კვლავ დაუბრუნდნენ საზოგადოებას და იგივე მეთოდებით აწარმოონ ქვეყნის მართვა.

„ვერავის ვასწავლი ჭკუას, უბრალოდ მინდა, რომ ჩაიხედონ არქივში, გაიხედონ მომავლისკენ და არ დაუბრუნდნენ ავბედით წარსულს. სტატისტიკიდან გამახსენდა და ასევე არავის დავიწყებია ის, რომ ყოველი მესამე ოჯახი იყო მსჯავრდებულის ან პრობაციონერის პატრონი.

ყოველმა მესამე ოჯახმა უნდა გაიხსენოს, რომ აღარ გვინდა ძალადობა, ის რეჟიმი და საშუალება არ მივცეთ, რომ იმ რეჟიმის მატარებლები კვლავ დაუბრუნდნენ საზოგადოებას და იგივე მეთოდებით აწარმოონ ქვეყნის მართვა. შეუძლებელია, გრიგოლ ვაშაძეს არ ახსოვდეს და არ იცნობდეს მის თანამშრომელს, ვინც მის იმიჯზე მუშაობდა. ეს არის გამორიცხული. მისი იმდროინდელი იმიჯი დამოკიდებული იყო გია აბდალაძის ხელწერაზე“, – განაცხადა ნათია გედენიძემ.

ყოფილი ხელისუფლება, რომ სისხლის სამართლის საქმეებს თავად წერდა და ამ მეთოდით მისთვის არასასურველ ადამიანებს ციხეში უშვებდა, ეს ცნობილი ფაქტია, თუმცა, დღეს ამტკიცებენ, რომ მათი მმართველობის პერიოდში უკანონო არაფერი ხდებოდა.

სხვა რამეზე მეტყველებს არქივი, რომელიც ადასტურებს როგორ ძალადობდა „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ მოქალაქეებზე. ამის დასტურად for.ge გთავაზობთ „coroka. Net“–ის მიერ გავრცელებულ 5 სკანდალური ფარული სატელეფონო ჩანაწერს, რომლის მიხედვით დასტურდება, როგორ შეკერეს „ფოტოგრაფების საქმე“.

ამ ჩანაწერების მიხედვით მაშინედელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი და შსს–ს პრეს–სამსახურის უფროსი შოთა ხიზანიშვილი „ჯაშუშობის ბრალდებით“ დაკავებული ქართველი ფოტოგრაფების საქმეზე საუბრობენ.

N1სატელეფონო ჩანაწერი:

შოთა უტიაშვილი: ალო;

ვანო მერაბიშვილი: შენა და მანდ დოკუმენტები ბევრი არ გინდა, 100 და 200 კი არ გინდათ;

შოთა უტიაშვილი: არა, ახლა მე აქ მაქ რამდენიმე დოკუმენტი, ერთი 7 დოკუმენტი კარგი, გემრიელი, კარგი;

ვანო მერაბიშვილი: ჰო, მეტი არ გინდათ, და რა მაინტერსებს კიდე, კითხე მაზმიშვილს, ეს ტიპი ხო ვიღაცასთან, გარდა ამ მთავარი ტიპისა, მე მგონი რაღაცა ქონდა კიდე ამ პრეზიდენტის იმას უცხოეთში;

შოთა უტიაშვილი: პრეზიდენტისას ქონდა უცხოეთშიო? ამ ტიპის გარდაო? ამ გედენიძეს ქონდაო – გარდა ქურციკიძისა? პაუზა – არაო;

ვანო მერაბიშვილი: სქემაში რაღაცა იყო. სქემა რომ მომიტანეს იქ იყო რაღაცა რომ...

შოთა უტიაშვილი: ... უტიაშვილი ვიღაცას ელაპარაკება... პაუზა – არაო, არაო, გედენიძეს არა, ქურციკიძეს, მაგრამ ისეთი რა?;

ვანო მერაბიშვილი: არა არა, რუსეთის რაღაც, ჩერეზ გერმანია, არა ხო?

შოთა უტიაშვილი: ააა, ვიცი, ვიცი, კონტაქტი ქონდა ამ ეპას–ს „ევროპის პრეს ფოტო სააგენტო“ წარმომადგენელთან რუსეთში, რომელიც ლეგიტიმური ტიპია რა და მეორე ქალთან კიდევ რომელიც ასევე ლეგიტიმურია;

ვანო მერაბიშვილი: და რა მაინტერესებს კიდე, აი, ის ტელეფონების საუბრები ნახე?;

შოთა უტიაშვილი: ჰო, ეგ არ გამოგვადგება არაფერში;

ვანო მერაბიშვილი: რომელი კაცო;

შოთა უტიაშვილი: აი ის საუბრები, არაფერ შდეგს არ მოგვიტანს;

ვანო მერაბიშვილი: არა კაცო, მაგას არ გეუბნები, სინიცინთან და იმასთან რომაა;

შოთა უტიაშვილი: ააა, მაგას ვაჩვენებთ აუცილებლად, ოღონდ რაღაც ნაწილს გავაშავებთ;

ვანო მერაბიშვილი: ჰო გავაშავოთ. ვისი ნარეკია, სინიცინის ამასთან თუ ორივე;

შოთა უტიაშვილი: ქურციკიძეს აქვს დანარეკი და კიდევ ამისგან აქვთ საერთო კონტაქტი, რომელიც 24-ში იყო და 31-ში;

ვანო მერაბიშვილი: 11-ში სინიცინი უკვაშირდებოდა ვიღაცას?;

შოთა უტიაშვილი: არა, რაღაც ნომერზე რომელზეც ადრე სინიცინი რეკავდა 24-ში, 31-ში რეკავდა ესეც რა;

ვანო მერაბიშვილი: და თვითონ პირდაპირი კავშირი არის ამას და სინიცინს შორის?;

შოთა უტიაშვილი: აქ უტიშვილი ეკითხება ვიღაცას და მერე პასუხობს – კი, კი;

ვანო მერაბიშვილი: ამისი ზარები არის სინიცინთან და ოკროკოვთანაცო?;

შოთა უტიაშვილი: კიო;

ვანო მერაბიშვილი: 4-ში და 5-ში ხო?;

შოთა უტიაშვილი: აქ ვიღაცას ეკითხება – 4-ში და 5-ში? ოთხშია მარტო...

ვანო მერაბიშვილი: კარგი, რა უნდა მეკითხა კიდე. და შენ რომ მითხარი განმცხადებელიო, ვინ დადო ეგ განცხადება;

შოთა უტიაშვილი: ეგ განცხადება დადო ამ ტიპმა რუსეთში;

ვანო მერაბიშვილი: აა, ეპა ამბობს მე მივეცი ფული იმასო?;

შოთა უტიაშვილი: ჰოჰო;

ვანო მერაბიშვილი: აა, მე ვიფიქრე აბდალაძესთან, ფული ვიპოვეთ იმასთან ხო?;

შოთა უტიაშვილი: ქურციკიძესთან;

ვანო მერაბიშვილი: და იმათმა თქვეს ფული ჩვენ მივეცითო;

შოთა უტიაშვილი: ჰო;

ვანო მერაბიშვილი: რუსმა და არა დირექტორმა ხო?;

შოთა უტიაშვილი: რუსმა რუსმა, ხო;

ვანო მერაბიშვილი: ეგ ვაბშე რა ორგანიზაცია;

შოთა უტიაშვილია: დიდია რა, ფოტოსააგენტოა დაახლოებით როიტერის ზომის რა, ეგ დაარსეს ერთად დოიჩე პრესმა და ფრანს პრესმა;

ვანო მერაბიშვილი: რა ჩათლახები ვართ სწრაფად მივეცით ახლაო ხო;

შოთა უტიაშვილი: ხო ახლა...;

ვანო მერაბიშვილი: იცინის...;

შოთა უტიაშვილი: მარა ეს ტიპი სხვა რაღაცას იძახის, რაღაცა ოფისის ხარჯებიც იყოო;

ვანო მერაბიშვილი: ხო მარა...

შოთა უტიაშვილი: ხო, არაფერი არ არის ხო. ხო ეგ არ არი არაფერი, ეგ არ არი მტკიცებულება. მტკიცებულება არი რომ ეგ ქაღალდები ქონდა რა;

ვანო მერაბიშვილი: არი, როგორ არ არი, ფული რომ გაქვს ამხელა;

შოთა უტიაშვილი: რა დავარქვათ, თუ ახლა ვიტყვით რომ ამას ხელს აფარებს, გამოვა რომ მთელი ორგანიზაცია;

ვანო მერაბიშვილი: არა, მაგას არ გეუბნები კაცო;

შოთა უტიაშვილი: ხო, ხო...

შოთა მერაბიშვილი: ნორმალური ადამიანი 9 ათას ევროს სახლში არ აჩერებს ხო;

შოთა უტიაშვილი: ხო, თუმცა ახლა ეგ მტკიცებულება არ არი;

ვანო მერაბიშვილი: არა, სხვა რაღაცეებთან ერთად ახლა არი და ისე არ არი. სხვა სატელეფონო საუბარი არაფერში არ გამოდგება ხო?;

შოთა უტიაშვილი: არა, არა, ის ვაბშე თავიდან არ უნდა გვეჩვენებინა რა. ანგარიში გამომიგზავნე, ანგარიშზე ჩაგირიცხავ...

ვანო მერაბიშვილი: თუმცა ფიზიკურად არც ერთს არ უნდა ეკეთებინათ ხო?;

შოთა უტიაშვილი: ფიზიკურად არ უნდა ეკეთებინათ გედენიძეს და აბდალაძეს. და ქურციკიძეს იძახიან რომ ჩვენც ვაკეთებთ მაგასო;

ვანო მერაბიშვილი: აბდალაძეს არ უნდა ეკეთებინა ხო?;

შოთა უტიაშვილი: არ უნდა ეკეთებინა ხო;

ვანო მერაბიშვილი: არც აბდალაძეს და არც გედენიძეს ხო? ორივე ხო ის იყო, სახელმწიფოს თანამშრომელი ხო?;

შოთა უტიაშვილი: ერთი სახელმწიფოს თანამშრომელი იყო ჩოტკად, ეს გედენიძე და ის „ალიას“ ტიპი იყო კონტრაქტით საგარეოსთან. და იყო AP – ს სტრინგერი;

ვანო მერაბიშვილი: აა, AP– შიც მუშაობდა? კაი, კაი მოკლედ, კაი.

N2 სატელეფონო ჩანაწერი...

ზურაბ ადეიშვილი: ჰო;

ვანო მერაბიშვილი: მეტი რა ვქნათ ახლა;

ზურაბ ადეიშვილი: არაფერი, აი ახლა უნდა ვნახო ... არ ისმის;

ვანო მერაბიშვილი: მოეტყნათ დედის პროჭი?;

ზურაბ ადეიშვილი: კი... კარგი ახლა;

ვანო მერაბიშვილი: მიშა ატრაკებს რამეს თუ;

ზურაბ ადეიშვილი: ყველაფერი კარგად არი;

ვანო მერაბიშვილი: ამ აღიარების მერე რამე შეკითხვა ექნება?;

ზურაბ ადეიშვილი: შეკითხვა აღარა აქვს. ახლა ვნახავ და .. არ იმის, წავალ დავიძინებ;

ვანო მერაბიშვილი: აუ, რა საჩივრებია იცი? გასუქების თუ არ გეშინია;

ზურაბ ადეიშვილი: ვაა;

ვანო მერაბიშვილი: თუ გინდა რომ არ გასუქდე, არ უნდა წამოხვიდე. მაქ თავს ვერ შეიკავებო;

ზურაბ ადეიშვილი: კაია, კაი;

ვანო მერაბიშვილი: ბიჭო, როგორი პონტია იცი, ისეთი გრილი ნიავია, ზღვიდან, სულ ნიავია რაა. ვაბშე ვერა გრძნობ სიცხეს. აი ნიავია, ჩქარი კი არ არი, ნიავია რა;

ზურაბ ადეიშვილი: კაი ბატონო, კაი...

ვანო მერაბიშვილი: ახლა უთხარი მიშას და გიგას, არის თუ არა ეს ბილეთი?;

ზურაბ ადეიშვილი: გიგასაც ხომ არ ჯეროდა და აქედან გამომდინარე მას არ ვეტყვი;

ვანო მერაბიშვილი: რა?;

ზურაბ ადეიშვილი: არ ვეუბნები ჯერ;

ვანო მერაბიშვილი: გიგას?;

ზურაბ ადეიშვილი: ჰო – იცინის;

ვანო მერაბიშვილი: რატომ?;

ზურაბ ადეიშვილი: იმიტომ რომ... არ ესმის

ვანო მერაბიშვილი: ახლა მე დავურეკავ, ვაგინებ...;

ზურაბ ადეიშვილი: კაი, კაი.

N3 მესამე სატელეფონო ჩანაწერი...

ვანო მერაბიშვილი: აბა გვითხარი?;

შოთა ხიზანიშვილი: ასეთ რაღაცას ამბობს, ზურა ქურციკიძეს ვიცნობ დიდი ხანიაო, მაგრამ ის განსაკუთრებით დამიახლოვდაო მას შემდეგ რაც დავიწყე მუშაობა პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიო და თავიდან მომთხოვა ფოტოების მიცემა მისთვისო პრეზიდენტის ვიზიტების და შეხვედრების შესახებო და მასში გარკვეულ საზღაურს მიხდიდაო. მერე გარკვეული პერიოდის მერე მითხრაო, რომ ამ ფოტოებთან ერთად გამეკეთებინა კომენტარებიცო.

ვინ იყო შეხვედრაზე, ვის გადაუღო ფოტოები. და ამისთვის გამიზარდა ანაზღაურებაო. გარკვეული პერიოდის მერე მომთხვა დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაო, რომელიც უკვე ჩემს ფოტომასალას აღარ ერგებოდაო, ვიცოდი სპეცსამსახურებთან ქონდა კავშირიო და მოსკოვში აგზავნიდა ამ ფოტოებს და ვუთხარი უარიო, მაგრამ ფოტოები, რომელიც მიცემული მქონდაო და ფული მქონდა აღებულიო, მითხრა, რომ ამას ჩემს საწინააღმდეგოდ გამოიყენებდაო. ამის შემდეგ შემეშინდაო დაშანტაჟებისო და ურთიერთობა გავარძელეო. ფულს მიხდიდა თავიდან ნაღდი ანგარიშწორებითო და ბოლოს მითხრაო საბანკო რეკვიზიტები მომეცი, რომ აწი ანგარიშზე გადმოგირიცხო ფულიო.

ვანო მერაბიშვილი: ... ხმა არ ისმის

შოთა ხიზანიშვილი: კანფეტი. არა ამაზე მეტი არც უნდა იყოს. და შენ ხომ არ შევამციროთ სატელეფონო საუბრები, ქურთაზე რომ არის ლაპარაკი?;

ვანო მერაბიშვილი: ხო;

შოთა ხიზანიშვილი: მე შევამცირე ეგ. შემცირებული ვარიანტი მაქვს. ტყეშლაშვილმა მოუსმინა და ხომ არ გავზარდოთო და. სულ სატელეფონო საუბრები არის სამი წუთი და 10 წამი;

ვანო მერაბიშვილი: იყოს, იყოს, ყველაფერიც იყოს. აღიარებაც გაქ... აღიარა?;

შოთა ხიზანიშვილი: მე ახლა წამოვედი, ადეიშვილმა, მოიტა მაჩვენეო და ცოლიც მზად არის რომ გველაპარაკოს...

N4 სატელეფონო ჩანაწერი...

ვანო მერაბიშვილი: ალო;

მიხეილ სააკაშვილი: ჰო;

ვანო მერაბიშვილი: გიორგაძესთან ვიყავიო;

მიხეილ სააკაშვილი: გარიგება დაუდეთ?;

ვანო მერაბიშვილი: არა, კაცო, რა გარიგება დავუდეთ ჯერ. ჯერ ადვოკატმა უნდა მოგვცეს ჩვენება და ტელევიზიით უნდა გამოვიდეს თორე... ახლა პირობა აქვს მაგას წამოყენებული, რომ სამ წელზე მეტი არ მომცეთო და ჩვენ ეხლა ვევაჭრებით;

მიხეილ სააკაშვილი: ჰოდა კაია;

ვანო მერაბიშვილი: რა გარიგება უნდა დავუდოთ. თუ ტელევიზორში გამოვა და რაღაცას იტყვის, შეიძლება მერე ორი წელი მივცეთ. მერე თუ კიდევ რაღაცას იტყვის კიდევ ერთი წელი. ვაფშე, მამენტ, თუ ყველაფერს მოყვება შეიძლება გარიგებაც დავუდოთ;

მიხეილ სააკაშვილი: ჰო;

ვანო მერაბიშვილი: 2002 წელში დამავერბოვკეს ცხინვალში რუსებმაო. რა გინდოდა ცხინვალში 2002–შიო და კონტრაბანდა გადმომქონდაო;

მიხეილ სააკაშვილი: დაჭერილი ყავდათ;

ვანო მერაბიშვილი: კონტრაბანდა გადმომქონდა და დამიჭირესო;

მიხეილ სააკაშვილი: ...

 ვანო მერაბიშვილი: ალო;

მიხეილ სააკაშვილი: ჰოდა ხომ გაბაზრდა მანდ რომ მისცა ჩვენება?;

ვანო მერაბიშვილი: სად გაბაზრდა, ჯერ არ გაბაზრებულა, ჯერ ადვოკატის გარეშეა;

მიხეილ სააკაშვილი: მეორე ხომ გაბაზრდა?!;

ვანო მერაბიშვილი: მეორე გაბაზრდა, კი. ის გამოვიდა, ბესელია. პირველი ჩვენება მისცაო, მარა ვაჟკაცურად დგასო;

მიხეილ სააკაშვილი: ...

ვანო მერაბიშვილი: სასაცილო ამბავი გითხრა?;

მიხეილ სააკაშვილი: საფრანგეთში ვარ ხო იცი?;

ვანო მერაბიშვილი: ვიცი. ვიცი სადაც დგეხარ... იცინის... კაცი ხარ და ვაჟკაცივით უნდა იყოო რა;

მიხეილ სააკაშვილი: ჰო;

ვანო მერაბიშვილი: მე ასეთი ქმარი არ მინდაო, შერცხვენილი გამოვიდეს ციხიდანაო;

მიხეილ სააკაშვილი: ჰო...;

ვანო მერაბიშვილი: ისაო, რა ქვიაო, თუ საჭიროა იჯექიო ოღონდ ვაჟკაცი გამოდიო... იცინის;

მიხეილ სააკაშვილი: ჰო, აბა რა იქნება ეხლა;

ვანო მერაბიშვილი: არა, მოკლედ ეხლა ეგ ვაჭრობს რა, სამი წელი და რაღაცეები. რა ვიცი, ეხლა პროკურატურა როგორც იტყვის ეგრე იქნება;

მიხეილ სააკაშვილი: ჰო, ნუ, მოსაფიქრებელი გაქვთ. თავისთავად კარგია რა...;

ვანო მერაბიშვილი: კარგი, არ არის, მარა მეორე მხრივ ცუდია. ეგ დედამო......ები ყველა აგენტები როგორ არიან?!;

მიხეილ სააკაშვილი: ეგენი არიან იმ თაობის ხალხი, რომლებიც... ყველანი ეგენი...

ვანო მერაბიშვილი: ჰო, ყველანი ეგენი არიან...მაშინ ვინც იყვნენ, 90–იან წლებში ვინც რამე იყო;

მიხეილ სააკაშვილი: მაშინ რუსები ბოლომდე დედას გვ......ენ;

ვანო მერაბიშვილი: ვინც უშიშროების მინისტრი იყო მოვიდა და გვეუბნებოდა რუსების კაცი ვარო და დამტოვეთო და რა გიკვირს?!;

მიხეილ სააკაშვილი: ეგეთი დრო იყო. ეგეთი ხალხი იყო, ამიტომაც ვერ განვითარდა და ეგეთები არიან ჩარჩენილი წარსულში. მაგრამ მაგ თაობაში აღარ არის კაცი. ეგ არის მაგათი პრობლემა;

ვანო მერაბიშვილი: ჰო, მაგრამ ეგენი ახალი თაობა მეგონა. ჩემზე ახალგაზრდები არიან ეგ დე......ბი;

მიხეილ სააკაშვილი: ჰო, მაგრამ ეს მაინც ის თაობაა;

ვანო მერაბიშვილი: რა ვიცი მაგათი...