მეცნიერებმა 18 იდენტური მდედრი ტყუპის თითები გაზომეს, რომელთაგანაც ერთი ტყუპი ჰომოსექსუალი იყო, მეორე კი ჰეტეროსექსუალი.
ჰეტეროსექსუალებისგან განსხვავებით, ჰომოსექსუალების ხელზე საჩვენებელისა და არათითის სიგრძე თითქმის ყველა შემთხვევაში განსხვავდებოდა - თვისება, რომელიც ძირითადად მამაკაცებს ახასიათებთ, თუმცა მხოლოდ მარცხენა ხელზე.
სავარაუდოა, რომ ეს საშვილოსნოში ტესტოსტერონის გადაჭარბებული მოქმედების გავლენაა.
მეცნიერებმა 14 იდენტური მამრი ტყუპის თითებიც გაზომეს, თუმცა მსგავსი კანონზომიერება ვერ აღმოაჩინეს.
ქალებში, საჩვენებელი და არათითი ერთი სიგრძისაა, მამაკაცებში კი ამ ორი თითის სიგრძე ერთმანეთისგან განსხვავდება
ქალებში, საჩვენებელი და არათითი ერთი სიგრძისაა, მამაკაცებში კი ამ ორი თითის სიგრძე ერთმანეთისგან განსხვავდება
ტესტოსტერონი საშვილოსნოში ორივე სქესის ნაყოფზე მოქმედებს, თუმცა ზოგ ინდივიდზე ტესტოსტერონმა შეიძლება უფრო ძლიერად იმოქმედოს.
"ვინაიდან იდენტურ ტყუპებს ზუსტად ერთნაირი გენეტიკური საწყისი აქვთ, მათ განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციას არა გენები, არამედ რაიმე სხვა ფაქტორები უნდა წყვეტდეს", - აცხადებს კვლევის ავტორი.
"კვლევებით დასტურდება, რომ ჩვენი სექსუალური ორიენტაცია საშვილოსნოშივე წყდება და ის იმაზეა დამოკიდებული, თუ რა რაოდენობის ტესტოსტერონთან ექნება შეხება ნაყოფს. ტესტოსტერონის მომატებული დონე ან მისდამი გაძლიერებული მგრძნობელობა ზრდის შანსებს, რომ ადამიანი ჰომოსექსუალი ან ბისექსუალი იქნება. ვინაიდან ორგანიზმში ჰორმონების დონე და თითების სიგრძე ერთმანეთთანაა კავშირში, ადამიანის თითებზე დაკვირვებით მათ ორიენტაციაზე გარკვეული ინფორმაციის მიღება შეიძლება", - აცხადებენ მეცნიერები.