სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ბოლო დროს განსაკუთრებულად ხშირად ექცევიან ფოტოგრაფების ობიექტივში. ავსტრალიაში ვიზიტის განმავლობაში, საზოგადოების ყურადღება ჰარის აქამდე უცნობმა ბეჭედმა მიიქცია, რომელიც თავდაპირველად მეუღლის საჩუქრად მიიჩნიეს, თუმცა ასე არ აღმოჩნდა.
ბეჭედს, რომელიც ტიტანისგან არის დამზადებული, Oura Health-ის ბრენდისაა დაგანსაკუთრებული დანიშნულება აქვს, ეს არის ერთგვარი ტრეკერი, რომელიც ორგანიზმის ყოველდღიურ აქტივობებს აფიქსირებს, აკონტროლებს სხეულის ტემპერატურად და გადადგმული ნაბიჯების რაოდენობასაც ითვლის.
მიღებულ ინფორმაციას კი, აპლიკაციის მეშვეობით სმარტფონში აგზავნის.
ახალი აქსესუარით ჰარი ინგლისსა და ავსტრალიას შორის არსებული დაახლოებით ათსაათიანი სხვაობის გამო გამოჩნდა, რადგან ეს არაჩვეულებრივი ხერხია იმისთვის, რომ ჭკვიანი გაჯეტის მეშვეობით აკონტროლოს საკუთარი ჯანმრთელობა.