მეგან მარკლის ფემინისტური გამოსვლა სიდნეიში

მეგან მარკლის ფემინისტური გამოსვლა სიდნეიში

გუშინ, მეგან მარკლი და პრინცი ჰარი, სიდნეიში, საშუალო სკოლის,  Macarthur-ის მოსწავლე გოგონებს შეხვდნენ და ჰერცოგინია მათ განსაკუთრებული გამოსვლით მიმართა. მეგან მარკლი ყოველთვის გამოირჩეოდა ფემინისტური გამოსვლებით და საკუთარი მოწოდებები არც ავსტრალიაში ტურის დროს დაივიწყა.

„თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ იმოქმედოთ და შეცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ, ეცადეთ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ“ -მიმართა მან გოგონებს.

მოგვიანებით ჰერცოგინიამ შეკრებილ საზოგადოებას მადლობაც გადაუხადა და აღნიშნა, თუ როგორი ბედნიერია იმ ფაქტით, რომ ამ დღის მათთან ერთად გატარების შესაძლებლობა მიეცა.

„ჩვენ სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ ყველა საქმეში“ - ამ დაპირებით დაასრულა გამოსვლა მან.

მეუღლეს გვერდს, რა თქმა უნდა, პრინცი ჰარიც უმშვენებდა და  საკუთარი წვლილი ამ გამოსვლაში თავადაც შეიტანა. ჰერცოგმა განცხადა, რომ მამაკაცებმა ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ ქალბატონების მხარდასაჭერად.