ბელა ჰადიდმა ვარცხნილობა შეიცვალა

ბელა ჰადიდმა ვარცხნილობა შეიცვალა

გუშინ, ლოს-ანჯელესში, ბელა ჰადიდისა და True Religion-ის კოლაბორაციის აღსანიშნავი წვეულება გაიმართა, რომელზეც თავად 22 წლის ამერიკელი მოდელიც გამოჩნდა და  ყურადღების ცენტრში ახალი ვარცხნილობით მოექცა.

მოდელი ჯინსის ტოპსა და შარვალში გამოჩნდა, რომელსაც მცირე ზომის ხელჩანთა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა, რომელიც ჩჰრისტიან Lოუბოუტინ-ის ბრენდის გახლავთ.

ლეოპარდის პრინტით გაფორმებულ ლუქში ბელა იდეალურად გამოიყურებოდა.

შეგახსენებთ, რომ  ერთი წლის წინ, True Religion-ის პოპულარული ბრენდი გაკოტრდა, თუმცა ბრენდის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა წელს კვლავ სცადოს გულშემატკივრების მოწონება დაიმსახუროს და ამაში მათ ცნობილი ამერიკელი მოდელი - ბელა ჰადიდი ეხმარება.

ბავშვობის საყვარელი ბრენდის მხარდასაჭერად, ბელამ, ცოტა ხნის წინ, ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა.