მთელი კონცერტი ხელში ტელეფონით იმღერა, პერიოდულად ამოწმებდა ჩამეძინა თუ არა…

მთელი კონცერტი ხელში ტელეფონით იმღერა, პერიოდულად ამოწმებდა ჩამეძინა თუ არა…

სოციალურ ქსელში გიგა მაქარაშვილი ნინო ქათამაძის შესახებ წერს.

"ერთი კეთილი ისტორია უნდა მოგიყვეთ, ჩემთვის ვინახავდი, მაგრამ ჯობს ბევრმა გაიგოს:

ზესტაფონთან უნდა გამეთენებინა ღამე მსვლელობის მეშვიდე დღეს, ძილის წინ გემრიელად ვჭამე, დამწვარ სხეულზე მალამო წავისვი წამებით და რეკავს ნინო ქათამაძე ძალიან ხმაურია, ძლივს ვარჩევ სიტყვებს.

წამით ხმაური გაქრა და მეუბნება, ტელეფონი ყურთან ახლოს დაიდე და გემრიელად დაიძინე, დღეს შენთვის ვიმღერებო.

მერე მთელი კონცერტი ხელში ტელეფონით იმღერა, პერიოდულად ამოწმებდა ჩამეძინა თუ არა. საათნახევრის შემდეგ მიმეძინა. თან დაღლილს, თან დამწვარს, და თან ძალიან ბედნიერს.

ჰო და ეგაა ზუსტად ბედნიერებაც, თავი ფილმში რომ გგონია და თან შენ რომ ხარ იმ ფილმის რეჟისორი" - წერს მაქარაშვილი.