მომღერალი მაკა ზამბახიძე რამდენიმე თვის წინ გათხოვდა, მისი მესამე ქმარი ძიუდოისტი მიხეილ ჩოხელია, რომელსაც მაკა აქამდე საიდუმლოდ მალავდა, მაგრამ ახლა ყველგან მასთან ერთად დადის და სოციალურ ქსელში მის ფოტოებსაც აქტიურად აქვეყნებს.
მაკას კარგი ურთიერთობა აქვს მიხეილ ჩოხელის ძიუდოისტ ძმაკაცებთანაც, რომლებიც მომღერლის ყველა კონცერტს ესწრებიან და ინსტაგრამზე ერთობლივ ფოტოებსაც აქვეყნებენ.
"რეიტინგი" რამდენიმე თვის წინ, წერდა, რომ მიხეილ ჩოხელმა მაკას ხელი ოფიციალურად სთხოვა და მას ოჯახში ესტუმრა, თუმცა ხელის თხოვნის ფოტოები მაკამ სოციალურ ქსელში მხოლოდ ახლახანს გამოაქვეყნა.
როგორც ჩანს, წვეულებას მაკას მეგობრებიც ესწრებოდნენ, ფოტოზე ჩანს მომღერალი ნოდიკო ტატიშვილიც.
მაკას გამოქვეყნებულ ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მას გათხოვებას ულოცავენ და წყვილი ხალხს მოლოცვებისთვის საჯაროდ უხდის მადლობას.