ახალი დიდი სკანდალი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ - ჩერტკოევის გამო ქორეოგრაფებმა პროექტი დატოვეს

ახალი დიდი სკანდალი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ - ჩერტკოევის გამო ქორეოგრაფებმა პროექტი დატოვეს

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ გარშემო სკანდალი გრძელდება. პროექტი დატოვეს ქორეოგრაფმა, ტყუპებმა – თორნიკე და გიორგი ჯიბლაძეებმა. ამის მიზეზი ჩერტკოევის გამუდმებული კრიტიკა გახდა. გოჩა ხშირად ხაზს უსვამს იმას, რომ დადგმა არ მოსწონს, რომ კონკურსანტების ნომრები არ არის სრულყოფილი და ეს ხშირ შემთხვევაში ქორეოგრაფებს ბრალდებათ.

კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ჩერტკოევს ცოლის ძმის, გიგი გაჩეჩილაძის მოყვანა უნდა პროექტში ქორეოგრაფად და ამიტომ აკრიტიკებს უკვე არსებულ პედაგოგებს პირდაპირ ეთერში.

"პრაიმტაიმმა" ტყუპებთან დაკავშირება სცადა:

– ვიცით რაზეც მირეკავთ, მაგრამ ამ ეტაპზე არც მე და არც ჩემი ძმა კომენტარს არ ვაკეთებთ.

– როგორც ვხვდები ბოლომდე არ გაქვთ გადაწყვეტილი პროექტის დატოვება და ამიტომ იკავებთ თავს…

– კომენტარს არ ვაკეთებთ!

როგორც ჩანს, პროექტის ხელმძღვანელობას არჩევანის გაკეთება მოუწევთ, ან ტყუპები ან ჩერტკოევი.