შინაგან სამეთა სამინისტროს მიერ დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავების სესახებ ახალი და სკანდალური ინფორმაცია ხდება ცნობილი.
როგორც ირკვევა, დაახლოებით ერთი კვირის წინ, ჭავჭვაძის გამზირიდან 25 წლის გიორგი დეკანოიძე შეიუარაღებულმა პირებმა გაიტაცეს. ვინაიდან გატაცებული ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილი იყო, ბოროტმოქმედები გამოსასყიდის სახით სამ მილიონს ითხოვდნენ.
თავადპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაცია თბილისში ჩატრდა და სამალავიც აღმოაჩინეს, თუმცა ბოლო ინფორმაციით, დაჯგუფების აყვანის ოპერაცია სოფელ კვახჭირში ჩატარდა.
ერთ-ერთი დაუდასტურებელი ინფორმაციით, გატაცებულის ოკუპირებულ აფხაზეთში გადაყვანა იგეგმებოდა, რაც დაჯგუფების წევრებმა ვერ მოასწრეს.
გიორგი დეკანოიძე კი სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს.
ცნობილია, რომ ბიზნესმენი ამირან დეკანოიძე სასტუმროს, რესტორნებს და ბენზინგასამართ სადგურს ფლობს.