POSTV-ის დირექტორი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„რასაც ახლა პირდაპირ ეთერში ამაზრზენად ყალბი პათეტიკით აკეთებს მარგველაშვილი, განსაკუთრებით, გირგვლიანის საქმის ხორავას საქმესთან გათანაბრებით, იმ გირგვლიანის, რომლის მკვლელთა უკანონოდ შემწყალებელი სააკაშვილი პოლიტიკურ დევნილად გამოგვიცხადა - მან, მარგველაშვილმა, დაკარგა უფლება იწოდებოდეს ცივილიზებულ ადამიანად. თუმცა, ეს პოლიტიკური თუ მორალური „ქამინგ აუთი“ მისი სამარცხვინო პრეზიდენტობის აბსოლუტურად ლოგიკური კულმინაციაა“, - წერს ნაცვლიშვილი.