ყირიმში, ქალაქ ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს. აფეთქების შედეგად 18 სტუდენტი გარდაიცვალა, 50 კი - დაშავდა.
ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა. როგორც რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ლიდერმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, ეჭვმიტანილი ამავე სასწავლო დაწესებულების სტუდენტია.
„სავარაუდო მკვლელმა თავი მოიკლა. ის 22 წლის არის და მე-4 კურსის სტუდენტია. მისი ცხედარი მეორე სართულზე, ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს“, - განაცხადა მან.
თუ რა მოტივები ამოძრავებდა მას, ამ ეტაპზე დაუდგენელია. ქერჩში მომხდარ აფეთქებას გამოძიებამ ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.