აშშ-ის პრეზიდენტი - დონალდ ტრამპი, გუშინ, მეუღლესთან ერთად, ფლორიდას სტუმრობდა, რათა გასულ კვირაში მომხდარი ძლიერი ქარიშხლის გამო დაზარალებულ მოსახლეობას შეხვედროდა.
თუმცა, იქამდე წყვილი თეთრი სახლის ეზოში სეირნობის დროს დააფიქსირეს, პირველი ლედი ნაცრისფერ ჯინსსა და თიმბერლანდ-ის ბრენდის ფეხსაცმლით გამოჩნდა.
საზოგადოების ყურადღება დონალდ ტრამპის ერთ-ერთმა სახალისო ჟესტმა მიიქცია, როცა მეუღლე ქოლგის გარეშე დატოვა, როცა ჟურნალისტებს ესაუბრებოდა და თავად კომფორტულად განაგრძო გზა.
თუმცა მოგვიანებით, პაპარაცებმა დააფიქსირეს რომ საბოლოოდ ტრამპმა მაინც გამოიჩინა მეუღლისადმი გულისხმიერება და ნაწილობრივ ქოლგის ქვეშაც შეიფარა.