მეგან მარკლმა ორსულობის შესახებ პირველად ისაუბრა

მეგან მარკლმა ორსულობის შესახებ პირველად ისაუბრა

ორი დღეა  მედიის ყურადღების ცენტრში მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ოჯახი მოექცა, რადგან წყვილმა ოფიციალურად დაადასტურა რომ შვილს ელოდებიან. წყვილი ამჟამად ავსტალიაში იმყოფება და გულშემატკივრებსაც შეხვდა, ერთ-ერთ ხანშიშესულ გულშემატკივართან  საუბრისას მეგანმა ისიც აღნიშნა, რომ ძალიან ემოციურად გრძნობს თავს, რადგან ეს მისი პირველი ორსულობაა.

წყვილი ავსტრალიაშ ემილი ქეროლსაც შეხვდა, რომელიც ცოლ-ქმარს Dუბბო-ში მასპინძლობდა. 33 წლის ქალბატონმა მეგანის რუტინის შესახებ ისაუბრა.

როგორც ქეროლმა აღნიშნია ორსული ჰერცოგინია, ჩვეულებისამებრ,  11-ის ნახევარზე იძინებს, მაგრამ ორსულობის გამო ზოგჯერ დროის შეცვლა უწევს და ამას კარგად უმკლავდება.

„მეგანმა აღნიშნა, რომ თავს კარგად გრძნობს, რაც არაჩვეულებრივია.  წყვილს 16 დღეში 76 შეხვედრა აქვს დანიშნული და მხოლოდ მოკლე შესვენების შესაძლებლობა ექნებათ, მეგანი ამას სამეფო ოჯახისთვის აკეთებს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ორივეს არაჩვეულებრივი დამოკიდებულება აქვთ ბავშვებთან“ - აღნიშნა ქეროლმა.