ბესო ხარძიანი „ნაციონალებზე“: სამწუხაროა, როდესაც „ხარძიანის საქმეს“ იყენებენ თავიანთი პოლიტიკური მომავლისთვის

ბესო ხარძიანი „ნაციონალებზე“: სამწუხაროა, როდესაც „ხარძიანის საქმეს“ იყენებენ თავიანთი პოლიტიკური მომავლისთვის

მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის შვილი ბესო ხარძიანი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„ბესო ხარძიანის საქმეს და სიმართლეს არ სჭირდება არავის დაცვა, მითუმეტეს იმ პოლიტიკური გუნდის, რომლებმაც თავის დროზე პირში ჩააყარეს წამალი და შემდეგ 8 წელი მიუსაჯეს უსამართლოდ.

სამწუხარო და გამაღიზიანებელია, როდესაც „ხარძიანის საქმეს“ იყენებენ თავიანთი პოლიტიკური მომავლისთვის, რომელიც მათ აღარ ექნებათ ამ ქვეყანაში და არც არავის ვინც გამწარებული ოჯახების საქმეებს გამოიყენებს მსგავსი ნიშნით, რაც დღეს გრიგოლ ვაშაძემ იკადრა წინა საარჩევნოთ ქუთაისში!“ - წერს ხარძიანი.