32 წლის ამერიკელი მომღერალი - ლედი გაგა, ბოლო დროს, მედიის ყურადღების ცენტრში აქტიურად ექცევა, რაც უმეტესწილად მისი და ბრედლი კუპერის უახლესი მუსიკალური დრამის - A Star is Born-ის წარმატებით არის განპირობებული, თუმცა ვარსკვლავმა ამჯერად გულშემატკივრები პირადი ცხოვრებაში გადადგმული ნაბიჯითაც გაახარა.
ლედი გაგამ ორშაბათს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის და მისი მეგობარი ბიჭი - კრისტიან კარინო დაინიშნენ და ის საქმროს სტატუსითაც მოიხსენია.
ლედი გაგა ულამაზესი ნიშნობის ბეჭდითაც გამოჩნდა, რომლის ღირებულებაც 300 000-დან 400 000 დოლარამდე მერყეობს.
კრისტიანი მომღერლის პირადი აგენტი გახლავთ და მათ რომანი 2017 წლიდან აქვთ.