ხატია სიჭინავამ მილიონრების ცოლების მოდას ფეხი აუწყო და

ხატია სიჭინავამ მილიონრების ცოლების მოდას ფეხი აუწყო და "დიორის" ჩანთა თავადაც იყიდა

რამდენიმე დღის წინ, "რეიტინგი" წერდა, რომ ქართველი მილიონრების ცოლებს, კერძოდ, ქეთი ჟღენტს, ანუკა არეშიძეს, ნანუკა გუდავაძეს და ნინი ზარქუას ერთნაირი ჩანთები აქვთ.

გოგონები "დიორის" ძვირადღირებულ ჩანთას ყველგან დაატარებენ. მათ რიგებს ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავაც შეუერთდა და რამდენიმე ათას დოლარად ღირებული ჩანთა იყიდა.

ანუკისგან, ქეთისგან და ნანუკასგან განსხვავებით ხატიამ "დიორის" შავი ფერის ჩანთას "ჭრელი" ჩანთა არჩია და ნინი ზარქუას მსგავსად, ღია ფერის "დიორის" ჩანთა შეიძინა.