ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„გვარამიას უზრდელურმა ისტერიკამ ნათლად გამოაჩინა, რა მიზანი აქვს „ნაცსექტას“:
მათ სურთ ტემპერატურის მაქსიმალურად აწევა 28 ოქტომბრამდე და როცა იქ აღმოჩნდებიან, სადაც გვარამია თავს კომფორტულად გრძნობს, უკვე 29 ოქტომბრიდან შეეცდებიან დესტაბილიზაციის პროვოცირებას.
ეს კარგად იცის ხელისუფლებამ და იმედი მაქვს, სიმშვიდით და გონიერებით უპასუხებენ „ნაცსექტის“ გამოხდომებს.
ჩვენ მშვიდად უნდა მივიდეთ 28 ოქტომბრამდე და პროვოკაციების თავიდან აცილებით უნდა მოვახერხოთ სტაბილურობის შენარჩუნება.
აპრიორი: მართლმსაჯულების სისტემა აუცილებლად უნდა გახდეს მიუკერძოებელი და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.