იმისათვის, რომ წარმატებული დღე ჰქონდეთ სელებრითები დილიდანვე იწყებენ საუკეთესო განწყობის შექმნას. გთავაზობთ ხუთი ცნობილი ადამიანის დილის რუტინას.
მარკ ცუკერბერგი
ახალგაზრდა ბიზნესმენის ყოველი დილა 8 საათზე იწყება და იცვამს ყოველთვის ერთსა და იმავე მაისურს, რათა დრო დაზოგოს.
ჯენიფერ ენისტონი
ჯენიფერ ენისტონის დილა ხუთის ნახევარზე იწყება, თუმცა დაახლოებით 8-9 საათამდე საწოლში ყოფნას ამჯობინებს. შემდეგ ის იბანს სახეს და ოცი წუთის განმავლობაში მედიტირებს. მისი დილის საუზმე მხოლოდ კაკაოს შეიკს გულისხმობს. ამის შემდეგ საათნახევარი სავარჯიშო ველოსიპედით ვარჯიშობს და მომდევნო 40 წუთის განმავლობაში იოგით კავდება.
ქლოი კარდაშიანი
ქლოი ყოველ დილით 5 საათზე იღვიძებს ვარჯიშის გამო. მას გამოფხიზლებისთვის ხუთი წუთი სჭირდება. შემდეგ ისუფთავებს კბილებს, იბანს სახეს და ისვამს მზის დამცავ კრემს. საუზმეზე მიირთმევს მწვანე ჩაის, ბანანს და არაქისის კარაქს. ამ ყველაფრის შემდეგ კი ვარჯიშს იწყებს.
ბარაკ ობამა
ბარაკ ობამა არ მალავს, რომ ყოველ დილით სავარჯიშო დარბაზში დადის. მისი დილა 06:45-ზე იწყება წონისა და გულის სიჩქარის გაკონტროლებით.
ოპრა უინფრი
ოპრა ყოველ დილას, ოცი წუთის განმავლობაში მედიტირებს. ის თვლის, რომ ამის შემდეგ 15 წუთით ვარჯიში მას მოძლიერებასა და პროდუქტიულობაში ეხმარება. შემდეგ ის მიდის სასეირნოდ, უსმენს მუსიკას და იმზადებს საუზმეს. მისი საუზმე მდიდარია პროტეინით, კარბოჰიიდრატებითა და ფიბრინებით.