ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 26 წლის ამერიკელი მომღერალი და მსახიობი - სელენა გომესი, ფსიქიკური პრობლემების გამო საავადმყოფოში რამდენჯერმე აღმოჩნდა.
მომღერალი ამჟამად სარეაბილიტაციო კურსს გადის და ინტერნეტსივრცეში აქტიურად იწერება იმ მიზეზების შესახებაც, რამაც გოგონა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.
როგორც Daily Mail-ის ცნობილი გამოცემა იუწყება, მომღერალზე ჯასტინ ბიბერისა და ჰეილი ბოდლუინის ნიშნობამ განსაკუთრებულად იმოქმედა, რადგან სელენასა და ჯასტინს დიდი ხნის რომანი აკავშირებდათ.
„სელენა ძალიან მგრძნობიარეა და იმ სიტუაციაში, როცა მას გამუდმებით აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ჯასტინის ნიშნობამ და მომავალმა ქორწილმა, მას უდიდესი დარტყმა მიაყენა“ - წერია სტატიაში.
E!News-ი კი, ჯასტინ ბიბერითაც დაინტერესდა და სანდო წყაროს დაუკავშირდა, რომლის ცნობითაც, მომღერლისთვის საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა სელენას ჰოსპიტალიზაცია.
თუმცა მიუხედავად ამისა, ჰეილისთან ურთიერთობას ძალიან სერიოზულად უდგება და შესაბამისად, მასზე ნიშნობის დაჩქარებასაც სწორედ აქედან გამომდინარე გადაწყვიტა.