სუბელიანის სკანდალური ჩანაწერები - პროკურატურამ დღეს კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომელიც უწყების მტკიცებით არის მიმდინარე წლის 6 ივლისს ჩაწერილი.
აღნიშნულ საკითხზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ახალ ჩანაწერში უამრავი ხარვეზი არსებოსბ, რაც დადგმული სცენარისკენ მიუთითებს:
„ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი სისტემური დანაშაული, გუშინვე ჩვენ დავაანონსეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ჩანაწერი მზადდებოდა გლდანის ციხეში, და ნამდვილად დადგმული ჩანაწერის შინაარსი ვიწინასწარმეტყველეთ, დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერი ადასტურებს რომ ის იქნა დადგმული და საქართველოს პროკურატურა ისევ გაეხვა სკანდალში, პირველი შეკითხვა საიდან მოვიდა ეს ჩანაწერი? ანუ ფარული მიყურადება მიმდინარეობს პატიმრებზე, დღეს ამის აღაირება მოხდა, მეოპრე თუ 6 ივლისს მეშვიდე თვეს მხოდა ამგვარი ინფორმაციის მიღება საქართველოს უსაფრთხოების ორგანოების მიერ, რატომ არ აღიძრა საქმე, რატომ არ დაიკითხნენ ფიგურანტები, ბატონი ჯაფარიძე? მესამე რატომ არ აცნობა საქართველოს პარალმენტის წევრმა ჯაფარიძემ კომპეტენტურ ორგანოებს, რომ მზადდებოდა ფაბრიკაცია, თუ იცოდა ბატონმა ჯაფარიძემ, რომ ასეთი რამ მზადდებოდა, რატომ მოხვდა ის კიდევ და არა ერთხელ ბატონ სუიბელიოანთან საკანში და რატყომ მიიღო მონაწილეობა წინასწარ გაცხადებული ყალბი სცენების დადგმაში? ანუ ისიც თანამონაწილეა, ასე იკვეთება, თუ ასე არ იყო გუშნდელ ინტერვიუში რატომ განაცხადა, რომ წინასწარი საუბარი არსებობდა, სადაც სუბელიანმა თქვა, რომ ყველაფერს შეთხზავდა? თუ ის ამას ყველაფერს თხზავდა, უკვე გუშინ რატომ არ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ შემდგომი განცხადებები იყო შეთხზული“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მან იმ ტექნიკურ ხარვეზებსა და მინიშნებებზე ისაუბრა, რომლებიც თავლსაჩინოს ხდის იმ ფაქტს, რომ პროკურატუირის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერი არის დადგმული.