ტაილანდი შესაძლოა გახდეს პირველი აზიური ქვეყანა, სადაც გეი ქორწინებას დაუშვებენ

ტაილანდი შესაძლოა გახდეს პირველი აზიური ქვეყანა, სადაც გეი ქორწინებას დაუშვებენ

ტაილანდი შესაძლოა გახდეს პირველი აზიური ქვეყანა, რომელშიც იურიდიულად აღიარებული იქნება ერთნაირსქესიანთა ქორწინება. ამის შესახებ გამოცემა Nikkei Asian Review წერს. გავრცელებული ცნობით, კანონპროექტს წლის ბოლოს წარადგენენ.

ტაილანდელები სიახლისთვის უკვე მზად არიან. 2015 წელს ამოქმედდა კანონი, რომელიც კომპანიებში ლგბტ-თემის დისკრიმინაციას კრძალავს. დარღვევისთვის პირს მოუწევს ჯარიმის გადახდა და შესაძლოა ციხეშიც ჩაჯდეს.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ლგბტ-თემის ყველა პრობლემას ვერ გადაჭრის: ჰომოსექსუალ წყვილებისთვის მაინც აკრძალული ექნებათ შვილად აყვანა.

2017 წლის მაისში ტაივანის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ერთნაირსქესიან წყვილებს ქორწინების უფლება აქვთ, თუმცა პარლამენტს შესაბამისი კანონი ჯერ არ მიუღია.