"მიშას თოჯინა" - რატომ გააძევა ბესელიამ სამადაშვილი კომიტეტის სხდომიდან?
(რეზონანსი) იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ფრაქცია„ნაციონალური მოძრაობის" წევრს, სალომე სამადაშვილს კომიტეტისსხდომა დაატოვებინა.
დეპუტატებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სალომე სამადაშვილმა მირზა სუბელიანთანდაკავშირებულ ჩანაწერებზე „ქართული ოცნება" გააკრიტიკა. ბესელიამ სამადაშვილს "მიშას თოჯინა" უწოდა.
"თქვენი დრო დასრულდა. ვერ გიშველით სპექტაკლი ან მიბრძანდით, ან გაჩუმდით", - მიმართა ბესელიამსამადაშვილს.
ბესელიამ კომიტეტის სხდომაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მირზა სუბელიანთან დაკავშირებითჩანაწერებზე პარლამენტში მოსმენა გაიმართება.
ციხიდან ფარული აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მირზასუბელიანი ფიგურირებს. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან კონტაქტი ვლინდება.