არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ სუპერმოდელ ქეით მოსის ქალიშვილი 16 წლის ლილა გრეის მოსს-ჰენკი კოსმეტიკური ბრენდის მარკ ჯეიკობსის სახე გახდა. წარსულში ამ ადგილს სხვა სუპერმოდელის ქალიშვილი კაია გერბერი იკავებდა.
ახლა ბრენდის პრეზენტაციაზე ლონდონში ლილამ მიიღო მონაწილეობა. Harvey Nichols-ის სავაჭრო ცენტრში ახალგაზრდა მოდელმა ახალი ლიმიტირებული კოლექცია Leopard Frost Collection-ი წარადგინა და მაკიაჟის მასტერ-კლასში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებისთვის ლილამ შავი მოკლე კაბა შიფონის ზედა ნაწილითა და ტყავის შავი ფეხსაცმელი შეარჩია.