ორსულობის დადასტურების შემდეგ, მეგან მარკლი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

ორსულობის დადასტურების შემდეგ, მეგან მარკლი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

ბუკინგემის სასახლემ გუშინ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მეგან მარკლი და პრინცი ჰარი პირველ შვილს ელოდებიან.

37 წლის მეგანის და 34 წლის ჰარის პირმშოს სქესი უცნობია. ოფიციალური განცხადების შემდეგ, წყვილი სახალხოდ პირველად გამოჩნდა. ისინი ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორს  შეხვდნენ.

მეგან მარკლის შეხვედრაზე Karen Gee-ს 1800 დოლარად შეფასებული თეთრი კაბა და Stuart Weitzman-ს ფეხსაცმელი ეცვა. ყურზე კი ვარდისფერი საყურე ეკეთა, რომელსაც პრინცესა დაიანა ატარებდა და მეგან მარკლის მემკვიდრეობით გადაეცა.

პირველად მომავალი წყვილს სწორედ გენერალ-გუბერატორმა პიტერ კოსრუოვ მიულოცა და პატარასთვის პირველი საჩუქარიც გადასცა.

მან მეგანს და ჰარის ფაჩუჩები და სათამაშო კენგურუ აჩუქა.