Unicef-ს კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 69% ღარიბია, 24% სიღარიბის ზღვართან ახლოს, საშუალო კლასს კი მხოლოდ 7% წარმოადგენს. ბიუჯეტის თვალსაზრისით ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-მ თავისი მმართველობის პერიოდში ბიუროკრატიული ხარჯი 685 მილიონი ლარით გაზარდა.
2016 წლის საპარლამეტო არჩევნების წინ ქართული ოცნების მთავარი ლოზუნგი – კეთილდღეობა და სწრაფი განვითრება იყო. 2 წლის შემდეგ „Unicef“- ი აქვეყნებს კვლევას, რომლის მიხედვითაც 2015 წელთან შედარებით 2017 წელს, უკიდურესი სიღარიბე 2,9%-ით გაიზარდა, ხოლო ზოგადი სიღარიბე 3,3%-ით.