2 კილოგრამი კოკაინი თუნუქის ქილები - თბილისის აეროპორტის მებაჟეებმა საეჭვო ნივთიერება აღმოაჩინეს

2 კილოგრამი კოკაინი თუნუქის ქილები - თბილისის აეროპორტის მებაჟეებმა საეჭვო ნივთიერება აღმოაჩინეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საბაჟო შემოწმებისას ორ კილოგრამამდე კოკაინი აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უკრაინის მოქალაქის პირადი ბარგი გაჩხრიკეს, და თუნუქის ქილებში მოთავსებულ საეჭვო ნივთიერებას მიაგნეს, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, კოკაინია.

საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შინაგანს აქმეთა სამინისტროს გადაეცა.