რამაზ ნოზაძეს ცოლმა დაბადების დღეზე ბიჭი შეუკვეთა და საწოლი ვარდის ფურცლებით მოურთო

რამაზ ნოზაძეს ცოლმა დაბადების დღეზე ბიჭი შეუკვეთა და საწოლი ვარდის ფურცლებით მოურთო

სპორტსმენი რამაზ ნოზაძე იუბილარია. მას მეუღლემ ხატია სიჭინავამ და ქალიშვილებმა მოულოდნელი სიურპრიზი გუშინ მოუწყვეს და მამას ტორტი მიართვეს.

ტორტს ხატიას და რამაზის ფიგურები ამშვენებდა და წარწერა ჰქონდა "ბიჭი მინდა". შეგახსენებთ, ხატიას და რამაზის 3 ქალიშვილი ჰყავთ და მათი ოცნებაა ბიჭის მშობლები გახდნენ.

სადღესასწაულო ტორტის მირთმევის შემდეგ, რამაზ ნოზაძისთვის სიურპრიზები არ დასრულებულა, დაბადების დღის წვეულება სახლიდან რესტორანში გაგრძელდა, შინ დაბრუნებულ ჩემპიონს კი  საძინებელი ოთახი ვარდის ფურცლებით დახვდა მორთული.