"მწამებლების სახე ხართ თქვენ, დაატოვებინეთ დარბაზი" - ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში

ხმაურის ფონზე წარიმართა პარლამენტში ბიურიოს სხდომა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სკანდალურ ჩანაწერებზე ისაუბრა და თქვა, რომ ხელისუფლება ფარცხალაძისა და სუბელიანის მძევალია.

„ფარცხალაძე მოიყვანეთ აქ, ბიძინას თოჯინის მოსმენა მოგვბეზრდა“ - თქვა სამადაშვილმა. 

დეპუტატის ამ შეფასებას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის გაღიზიანება მოჰყვა. ეკა ბელია კვლავ 9 წლიან მმართველობაზე აპელირებდა და ენმ-ს წევრებს "სააკაშვილის თოჯინები" უწოდა. სამადაშვილს კი "მწამებლების სახე" უწოდა. 

"თქვენ წარმოადგენთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც მთელი საზოგადოება ჰყავდა მძევლად აყვანილი, თქვენი დრო დასრულდა. ვერ გიშველით სპექტაკლი ან მიბრძანდით ან გაჩუმდით"- მიმართა ბესელიამ სამადაშვილს.