ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ ივანიშვილთან და გარემოცვასთან მისი ურთიერთობის დეტალებზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ჭოხონელიძე ივანიშვილების ოჯახის ნათლიაა.
"არ მაქვს ივანიშვილების ოჯახთან ურთიერთობა, რადგან რამდენჯერაც შევეცადე მათთან დაკავშირებას და კომუნიკაციას (ეს ეხებოდა ქვეყნის სატკივარს და არა პირად საკითხებს), მე იქ არავინ არ მიმიშვა. რატომღაც კეთილისმსურველ ადამიანებს მას აშორებენ, გარემოცვა არ უვარგა და ეს პირდაპირ უნდა ვთქვა.
მე რამდენიმე მხრიდან შევეცადე ინფორმაცია მიმეწოდებინა. ვამბობდი - უთხარით ამადამიან, გააკეთეთ, მოაგვარეთ საქმე, მაგარამ ვერაფერი... მე რომ ასეთი რამ დამემართა, ჩვეულებრივ მოქალაქეებზე რაღა იქნება", - განაცხადა ჭოხონელიძემ.