"აღშფოთებული ვარ, ისინი საკუთარ თავს არ დასჯიან" - თამრიკო ჭოხონელიძე ხმაურიან ჩანაწერებზე

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება, მათ შორის ის ასახელებს როგორც სკანდალურ ჩანაწერებს, ასევე დავით სარალიძისა  და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეებს.

„აღშფოთებლი ვარ, შეშინებული ვარ როგორც ქალი. ამას ნამდვილად არ ველოდი. როდესაც თავის დროზე ციხის კადრები აჩვენებს მე პირველი გავედი. აღშფოთებას ვერ ვმალავდი და მოვუწოდებდი დედებს.

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამ საქმეს აუცილებლად გაეცემა პასუხი. ძალიან კარგი, გასცენ პასუხი. მე იმ საზოგადოების წევრი ვარ, რომელიც ველოდები მათგან პასუხს. თუმცა  მე ვთვლი, რომ ის გამოძიება, რომელიც უნდა ჩატარდეს, მათ არ უნდა ჩაატარონ იმიტომ რომ ეს არ იქნება ნამდვილად ობიექტური, იმიტომ რომ საკუთარ თავს თუ დასასჯელები არიან არ დასჯიან,“-განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ და აღნიშნა, რომ იმ ქვეყანაში სადაც ფონდ „იავნანას“ საქმეს იძიებენ შეუძლებელია სხვა საქმეებზე ჭეშმარიტება დაადგინოს.