კრიმინალურ ბანდას უწოდებს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ქართული ოცნების ხელისუფლებას.
მისი თქმით, დღეს კადრები, რომელიც გუშინ გავრცელდა, მოწმობს იმას, რომ ჩვენ გვაქვს კორუფციული და კრიმინალური სახელმწიფო.
"ფაქტები ვიცოდი, მაგრამ ამას მტკიცებულება სჭირდებოდა, და თქვენსავით არ შემეძლო მეჩვენებინა, ამას სამართლებრივი მტკიცებულება სჭირდებოდა, თუმცა რაც შემეძლო ყოველთვის ვამბობდი ხოლმე. მაგრამ მე თქვენს ეთერში გავახმოვანე და მოვიხსენიე, ბებერი გენერალითქო ვთქვი... პირადი ცხოვრების კადრები განათავსებინეს, დააქციეს ოჯახები, პირდაპირ ამბობდნენ, თუ გვინდა ეს გავაქციოთ პოლიტიკიდან მისი ახლობლების ირგვლივ პირადი კადრები გაავრცელეთ.
რა მივიღეთ ჩვენ? ჩვენ მივიღეთ რუსული კორუფციული მართვის სახელმწიფო და ამ ტიპის მართვის სახელმწიფოს თანმდევია კრიმინალი და მეტიც, მკვლელობები. თუ ეს ახლა არ შევაჩერეთ 28-ში, ვინმეს არ ეგონოს, რომ სალომე ზურაბიშვილი ამოჩემებული მყავს, დავარქვათ იქსი, იქსი რომ დაასახელოს დღევანდელმა კრიმინალურმა ხელისუფლებამ იქსისთვის არ უნდა მიგვეცა ხმა. ჩვენ კომფორტში ვამყოფებთ ხელისუფლებას და ვუქმნით სასათბურე პირობებს, საპრეზიდენტო ნცტიტუციასაც აძლევ. კრიმინალში გარეული ხელისუფლება ყოველთვის დაასახელებს თავის სასარგებლო კანდიდატს, რომელიც ლობირებას გაუწევს ამ კრიმინალს და მოძებდა... ყველაზე ცუდი ვარიანტი, რომელიც საქართველოსთვსი არის ცუდი ვარიანტი. მან ერთი დანაშაული უკვე ჩაიდინა, რადგან ჰააგაში ამ ქალბატოინს ჩვენება უკვე გამოყენებული იქნა საქართველოს წინააღმდეგ“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ხელისუფლებამ ჩვენ უნდა შემოგვთავაზოს ამ კრიმინალების "გამპრავებელი". დღეს არის ქართულის ახელმწიფოებრიობის დაცვა. როცა მე ვთქვი ლაგამამოდებული, ზოგამ იწყინა რატო თქვიო, როცა ასეთ გაწვალებულ შვილმკვდარ მამას ხედავს და დღეს კიდევ ახერხებ რომ რამე გაამართლო, ლაგამიგაქვს ამოდებული და თუ ვინმეს ეწყინა, ძალიან კარგი. არსებობს ეს ფენომენი.
„გუშინდელი კადრების შემდეგ ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს უფრო სწორად გვაქვს კრიმინალური და კორუფციული სახელმწიფო,“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.