სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაკეთებულ ფარულ ჩანაწერს, სადაც მირზა სუბელიანი უმრავლესობის დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან ჰყვება, თუ როგორ უგვარებდა ხელისუფლებას საქმეებს და როგორ გაწირეს, საზოგადოების ცნობილი სახეები ეხმაურებიან. მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილის თქმით, შესაძლებელი ხდება 1937 წელთან პარალელების გავლება, რადგან ადამიანი, იმ წლების მსგავსად სახელმწიფოს წინაშე ახლაც დაუცველია და დაშინება ხდება:
„ჩემთვის ყველაზე საშიში არის პარალელები 37 წელთან, მაშინაც ხდებოდა ადამიანების დაშინება, სრულიად დაუცველი იყო ადამიანი სახელმწიფოს წინაშე. ამაზე ერთადერთი რეაქცია შეიძლება გქონდეს, ეს არის ყოვლად დაუშვებელი, ასე დაუსჯელად არ შეიძლება ასეთი რაღაცების გაკეთება, მითუმეტეს როდესაც ეს ეხება ბავშვებს, მოზარდებს. არჩევნებთანაც არის ეს კავშირში, ცხადია. ქვეყანა ისეთი ხალხის ხელში უნდა იყოს, რომელთაც მისი ბედი აღელვებთ, უნდა რომ ქვეყანა იყოს წარმატებული და ქვეყნის დამოუკიდებლობა ბუნებრივი მოვლენაა.“- განაცხადა რუსუდან ფეტვიაშვილმა, მისი თქმით მას ძალიან ეეჭვება, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ და მათ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ამ ამოცანების შესრულება შეძლონ. ფეტვიაშვილის თქმით, ის მხარს გაერთაინებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს.