"დღეს ვიქტორ ჯაფარიძე ყავდათ ციხეში სუბელიანთან, ამჯერად ნამდვილად დადგეს საუბარი და ჩაიწერეს"- გვარამია სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

„რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სკანდალურ ინფორმაციას აჟღერებს. მისი თქმით, დღეს ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან ჰყავდათ ციხეში და დადგეს საუბარი, თითქოს აქამდე გავრცელებული ჩანაწერი დადგმული იყო.

„სარწმუნო წყარო იუწყება (და ხვდებით ალბათ, რომ ჩემი წყაროები სარწმუნოა), რომ დღეს ბატონი ვიქტორ ჯაფარიძე ყავდათ ციხეში მირზა სუბელიანთან. ამჯერად ნამდვილად დადგეს საუბარი და ჩაიწერეს. დადგმის შინაარსი ასეთია: როგორ დადგეს ჩვენს ეთერში გასული ჩანაწერი და მიზანმიმართულად ილაპარაკეს ის ამბები, რომ მერე რ2ისთვის გადმოეცათ.

ამას, დანაშულთან და ხალხის დაცინვასთან ერთად, შიზოფრენია ქვია, მეგობრებო ლევან ყიფიანი lvl 2.0“- წერს ნიკა გვარამია.