რუსეთში ოპიუმის ყაყაჩოს კულტივირებას იწყებენ

რუსეთში ოპიუმის ყაყაჩოს კულტივირებას იწყებენ

რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის ოპიუმის ყაყაჩოს კულტივირებას დაშვებას გულისხმობს. უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტი უკვე მთავრობაშია შესული.

ოპიოდური ტკივილგამაყიჩებლებისთვის საჭირო სუბსტანციის 100% რუსეთი ამჟამად სხვა ქვეყნებიდან ყიდულობს, სადაც ოპიუმის ყაყაჩოს კულტივირება დაშვებულია.

კანონპროექტის თანახმად ოპიუმის ყაყაჩოს კულტივირებაზე სახელმწიფო მონოპოლია გავრცელდება. რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ თუ კანონპროექტის მიღება მოხდება, წამლის სუბსტანციის იმპორტზე უარის თქმა უკვე 2019 წლისთვის იქნება შესაძლებელი.