კოკა ყანდიაშვილი: ბოღმაში ჩარჩენილ - ნიკა გვარამიას, შოთა მალაშხიას და „რუსთავი 2“-ს - დიდი მადლობა, რომ...

კოკა ყანდიაშვილი: ბოღმაში ჩარჩენილ - ნიკა გვარამიას, შოთა მალაშხიას და „რუსთავი 2“-ს - დიდი მადლობა, რომ...

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„ადამიანს ისე არაფერი ამძიმებს, როგორც ცარიელი თავი“ - სოლომონ დოდაშვილი.

ბოღმაში ჩარჩენილ - ნიკა გვარამიას, შოთა მალაშხიას და „რუსთავი 2“-ს - დიდი მადლობა, რომ დღეს საღამოს, კიდევ ერთხელ შეახსენეს ერს, თუ სააკაშვილი მიერ დაგეგმილი, რამდენი გიჟური პროექტი, დროულად გააჩერა ახალმა მთავრობამ და გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა ათას უბედურებასა და სირცხვილს. ხალხის კიდევ მეტ გამწარებას, დამცირებას, დევნას, წამებას, ჩვენი ტერიტორიების, ეკონომიკისა და სახელმწიფოებრიობის რუსეთზე საბოლოოდ მიყიდვასა და სრულად ჩამოშლას.

ასევე დიდი მადლობა, რომ სიტყვა არ დაგცდათ - იმ სიკეთეებზე, რაც 2012 წლის მერე საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ და ხალხმა მოუტანა. დემოკრატიის ხარისხი იქნება ეს, ვიზა-ლიბერალიზაცია, მედიის თავისუფლება, ჯანდაცვა, სტაბილურობა, ტურიზმი, უსაფრთხოება, განვითარება თუ პროგრესი.

თქვენი რუსული პროპაგანდა არ გაიშვა...

ხალხი ბრძენია და პასუხს უკვე მეექვსედ, ამჯერად 28 ოქტომბერის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიიღებთ!“ - წერს ყანდიაშვილი.