ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში წერს:
„კაცი, კაცს რომ ელაპარაკება და მასთან საუბარს, ჩუმად რომ ჩაწერს, ეს ხომ არის, ნამდვილი ნაძირლობა და გოთვერნობა?... ხოდა, გახრწნილო ნაციონალებო, თქვენი დათესილია, ეს სიმახინჯე და კი იცით, მახინჯების წარმოდგენილ კანდიდატს, ჩვენ ქართველები, არამც და არამც, არ ავირჩევთ საქართველოს პრეზიდენტად!...
კარგად დაიმახსოვრეთ.. ვერც გრიგოლ ვაშაძე და ვერც ის ტუჩებგაბუტული, ვითომ ნაცებს ჩამოშორებული და სინამდვილეში, მამალი ნაციონალი დათო ბაქრაძე ვერ გახდება, ამ ქვეყნის პრეზიდენტი... ეს არ მოხდება, არასდროს...აი, ამ საქმეში კი ყველაზე დიდი, მტკივნეული დარტყმა მას, იგივე ნაცებს, რუსთავი2-მა და გვარამიამ მიაყენა... მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ძირს ფაშისტური ორგანიზაცია "ნაციონალური მოძრაობა" და ასევე, ის ხალხიც, ვისაც ცალი ფეხი, ამ ხელისუფლებაში უდგას და მერე ფეხი ნაციონალებთან... ღიად და საჯაროდ, რომ არავისი არ ერიდებათ, ერთად რომ აქვთ, ბიზნესი და წილები, ერთად რომ ქეიფობენ და ხალხის თვალის ასახვევად, ეკრანებთან ერთი ორს თუ გაკრავენ ერთმანეთს კბილს და მერე სუფრასტან ერთმანეთს, ბინძურად რომ ეარშიყებიან, კოჰაბიტაციითა და ათასი მამაძაღლობით, კუდები რომ აქვთ ერთმანეთზე გადაფსკვნილი..... მოკლედ რაა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი საბოლაოდ, რომ ნაციონალებთან, თუნდაც ერთხელ გაკარებული ადამიანი, ადამიანად არ ვარგა და ამიტომაც, დღემდე, სიბინძურე უდუღთ სხეულში, სულსა და გულში.. სწორედ ამიტომ მოდის თითოეული მათგანის განრისხებული სახეებიდან, სიძულვილი და ბოროტება, მუქარა და შანტაჟი...ამით ნაცები, ხალხში კვლავ სთესენ, შიშსა და სიძულვილს... ხოდა, რადგან არ არის ჩვენი საშველი მათი განუსაზღვრელი თავხედობის გამო, კიდევ ერთხელ ვიტყვი და გავიმეორებ, ძირს ფაშისტური ორგანიზაცია „ნაციონალური მოძრაობა“, ძირს!“ - წერს ლიპარტელიანი.