„ქართული ოცნების“ წევრი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ანუ „ნაცებმა“ და მანიაკმა გვარამიამ ხალხის შანტაჟი დაიწყეს? მგონი დაკომპრილი ხალხი გაააქტიურეს! ჩემი ინფორმაციით, მხოლოდ მამაკაცის გაუპატიურების 1000-ზე მეტი ფირი აქვთ! ახლა ამ კაცებს უკავშირდებიან და სკანდალების მოწყობას ავალებენ? ისე, რა არის გასაკვირი, როგორც ყოველთვის სიბინძურე არ აკლიათ!
მიშა..! ვიცი სისხლის ღვრა გინდა, ისიც ნათელია თუ რატომ გადაწყვიტე КГБ-შნიკი კანდიდატი შეგერჩია! ეს მარტივია!
გამოიყვან 5-6 ათასამდე „შპინგალეტ“ „ნაცს“, შემდეგ მოაწყობ ოკუპირებული ტერიტორიების საზღვართან პროვოკაციას, ამით პუტინს ჩართავ თემაში და იმ რუს ჯარისკაცებს, რომლებიც სეპარატისტებს იცავენ, ჩამოიყვან თბილისში! მოახდენ ხელისუფლების უზურპაციას, რუსეთის ჯარების დახმარებით!
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ! შევეწირები და ჩაგიფლავებ შენს მანიაკურ ზრახვებს!!!“ - წერს სამხარაძე.