,,თუ ვერ იღებ ხმას, გაჩუმდი მაინც შე კარგო ადამიანო- ეს” იფ იფ””ის ”ძახება”რაღაა?!”- თაკო ჩარკვიანი

,,თუ ვერ იღებ ხმას, გაჩუმდი მაინც შე კარგო ადამიანო- ეს” იფ იფ””ის ”ძახება”რაღაა?!”- თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სტატუსს აქვეყნებს:

,,რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ და მოვისმინეთ, ქვეყნის ტრაგედიაა და ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ, კითხვასაც,რომ არ დასვამ, იმის შიშით-” მამამარჩენალს” არ ეწყინოსო, აი ზუსტად მაგას ჰქვია ” ლაგამამოდებული” რომ ხარ, რად უნდა ამას ხმისჩახლეჩამდე მტკიცება, რომ ” არ ვარო”შვილმკვდარ მამას, რომ ამ დღეში ჩააგდებს ხელისუფლება( უკვე ზუსტად ჩანს, რომ ხელისუფლება აფარებს ხელს, ამ კრიმინალს)და ”შენ” კითხვაც არ გაგიჩნდება, ამ კრიმინალურ ხელისუფლებასთან და მუნჯად დაჯდები ან გამართლებას დაიწყებ, ზუსტად ეგ არის ”ლაგამი ”ქალბატონებო და ბატონებო! ( რა თქმა უნდა ყველას, არ ეხება, ნუ მცირე გამონაკლისს)- დიდი უბედურება ხდება ჩვენს ქვეყანაში, მართლა არ გვეკადრება- სირცხვილია ერთ წრეზე ქვეყანა ვატაროთ,ერთი და იგივე, ფეოდალ-კორუფციონერების და მათზე დამოკიდებული, ზოგიერთი ლაგამამოდებულის გამო! ”ლაგამი” გიშლით – გავიგე ბატონო, მაგრამ , ეს ”ხმისჩახლეჩამდე” ამ კრიმინალის ხმამაღლა დაცვა და გამართლება რაღა არის? თუ ვერ იღებ ხმას, გაჩუმდი მაინც შე კარგო ადამიანო- ეს” იფ იფ””ის ”ძახება”რაღაა?! სტატუსი ეხება იმას, ვინც საკუთარ თავს ამოიცნობს”- წერს ჩარკვიანი.