„ფარცხალაძის და სუბელიანის ტყვეები ხართ… ბანდიტების ხელში ხართ… დროზე გაემიჯნეთ“ – ნიკა მელია უმრავლესობას

„ფარცხალაძის და სუბელიანის ტყვეები ხართ… ბანდიტების ხელში ხართ… დროზე გაემიჯნეთ“ – ნიკა მელია უმრავლესობას

სკანდალური ფარული ჩანაწერები მირზა სუბელიანის მონაწილეობით – პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აღნიშნული საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

საკითხზე განცხადება გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ, რომელმაც განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ფარცხალაძე-სუბელიანის ტყვეობაში იმყოფება:

„შესაძლებელია ქვეყანაში არსებობს რაღაც ჯგუფი ადამიანების, რომელსაც ჰქონდა მოლოდინი, რომ ერთი დღით მაინც გამოხვიდოდით ვიწროპარტიული ინტერესებიდან, თქვენ არანაირი ბერკეტები არ გაგაჩნიათ გავლენა მაოხდინოთ არაფორმალურ მმართველობაზე, რომელიც მართავს ქვეყანას. გუშინდელი ჩანაწერები თუ კიდევ არ არის იმის დამადასტურებელი, რომ ამ ქვეყანას არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებები მართავს, რომლებიც მჭიდრო კოროდინაციაში არიან მინისტრებთან, სუბარი განსაკუთრებით და გახარია, მოწყვეტილი ხართ რეალობას, ზაზა სარალძის შვილის მკვლელი დღემდე დასჯილი რატომ არ არის ეს ვერ გავიგეთ გუშინ გავრცელებული ჩანაწერებიდან? მე მეგონა დადგებოდა საკითხი, რომ მთავრობის ნდობის საკითხს დააყენებდით ხვალ. თქვენ არ გაქვთ მართვის ბერკეტები, თქვენ გაქვთ ბერკეტები რომ ფული იშოვოთ, მაგრამ ბერკეტი რომ ფარცხალაძე კონტროლში მოაქციოთ ამის ბერკეტი არ გაქვთ, თქვენ ხართ ტყვეობაში აყვანილი სუბელიანის და ფარცხალაძის მიერ, ნებისმიერი ოპოზიციის წევრი უფრო დაცულია ვიდრე ხართ თქვენ. შიდა გარჩევებს როდესაც აქვს ადგილი, თქვენი გუნდის წევრი არ მოვა და არ იტყვის ამას, მართლა დაუცველები ხართ, გაემიჯნეთ დროზე ფარცხალაძეესბ და სუბელიანებს, უდიდესი ზვავი დაგეცათ გუშინ, პასუხისმგებლობა გაქვს თაღებული ამ ქვეყნის მართვაზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.